სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    25.12.2017

     აშშ-თურქეთს შორის დაპირისპირების ფონზე, რომელიც ბოლოს გაეროში იერუსალიმის საკითხზე თურქეთის რეზოლუციამ კიდევ უფრო გაამწვავა, რეგიონში ვაშინგტონის საიმედო პარტნიორად თბილისი რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების დაინტერესება და ფასი გაზარდოს და პოლიტოლოგების შეფასებებით, დიდია ალბათობა, ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო კომპონენტების განთავსება მოხდეს.

    საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ნიკა ჩიტაძის თქმით, დღის წესრიგში დგას ამერიკულ-ქართული სამხედრო მომზადების ერთობლივი ცენტრის შექმნა, რაც სავარაუდოდ, 2018-2019 წლებში გაიხსნება, თუმცა ეს საკმარისი არ არის და კარგი იქნებოდა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში მოხდეს შეთანხმება, რომ ამერიკის სამხედრო ბაზა საქართველოში განთავსდეს.

    „ეს თბილისის ინტერესებშიც შედის და ვაშინგტონისაც. თუნდაც იმიტომ, რომ საქართველო ახლოს იმყოფება ამერიკის ორ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან, რუსთის უშუალო მეზობელია და ასევე ახლოსაა ირანთან. იმ დროს, როდესაც აშშ-ის ხელისუფლებაში „რესპუბლიკელები" სჭარბობენ, ამერიკის სამხედრო ყოფნის გაძლიერება საქართველოს ტერიტორიაზე აუცილებლად უნდა დაიძრას,"- მიიჩნევს ჩიტაძე.

    აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებას გამორიცხავს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისია, რადგან თვლის, რომ ასეთ შემთხვევაშ რუსეთი საქართველოს გადაუვლის, თუმცა აცხადებს, რომ აშშ-მა „ჯაველინების" მოყიდვაზე უკვე თანხმობა განაცხადა, „ჯაველინებს" კი, ბუნებრივია, შემოჰყვება თავისი სამხედრო ინსტრუქტორები და საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის ელემენტები იქნება განთავსებული.

    „არ გამოვრიცხავ ამერიკული სამხედრო კომპონენტების განთავსებას და ასეთი რამ უკვე მიმდინარეობს კიდეც. იგივე „ჯაველინების" გადმოცემას მოჰყვება სამხედრო ინსტრუქტორები და გარკვეული სამხედრო ელემენტების განთავსება. ასევე ვაშინგტონიდან საუბარია, რომ საქართველოში მოამზადონ 9 ბატალიონი, ის სრულად ამერიკულ კმაყოფაზე იქნება, შეიარაღებითაც, აღჭურვილობითაც. შეიარაღებული ძალებისთვის ეს სერიოზული დახმარებაა. თუ ეს პროგრამა მოხდება, ეს იქნება ე.წ. ფარული ელემენტების განხორციელება, მაგრამ ღიად ამერიკელებმა აქ ბაზები რომ განათავსონ, ეს წარმოუდგენელია,"- ამბობს მაისაია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter