სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    02.12.2017

     ესპანეთის სამართალდამცავებმა და კატალონიის ეროვნულმა პოლიციამ "ქართული მაფიის" წინააღმდეგ მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა. კატალონიასა და მადრიდში დაკავებული 23 ადამიანიდან 19 ქართველია, რომელთა შორის ერთ-ერთი კანონიერი ქურდის - კახაბერ შუშანაშვილის, იგივე კახა "რუსტავსკის", ცოლი კატერინა მიერკოვაა.

    გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც ბინებს ძარცვავდა და ფულის გათეთრებას ეწეოდა, სწორედ შუშანაშვისნ უკავშირდება.

    როგორც ესპანური გამოცემა "ლა ვანგუარდია" წერს, "კანონიერი ქურდის" მეუღლე დაჯგუფებიდან ფინანსური დახმარების სახით ყოველთვიურად 6 ათას ევროს იღებდა და, ასევე, ფულის გათეთრებაში მონაწილეობდა.

    შეგახსენებთ, კახაბერ შუშანაშვილს ესპანეთის პოლიციამ გასული წლის მარტში 20 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიებით დადგინდა, რომ იგი დანაშაულებივ ჯგუფს ბარსელონიდან თავისი ძმის - ლაშას დაკვეთით ხელმძღვანელობდა, რომელიც ევროპაში "ქართული მაფიის" ერთ-ერთი მეთაურია.

    ესპანური მედიის ცნობით, ჯგუფი ძირითადად ემიგრანტებისგან შედგებოდა, რომლებიც 2008 წელს კატალონიასა და მიმდებარე პროვინციებში დასახლდნენ.

     მოპარული ნივთები ძირითადად იყო საათები, ძვირფასეულობა და ელექტრონული ხელსაწყოები, რაც საქართველოში იგზავნებოდა, შემდეგ კი აქ იყიდებოდა.

    გარდა ქურდობისა, სასამართლომ დაადგინა, რომ კახა "რუსტავსკი" მონაწილეობდა "კანონიერი ქურდის" - ვლადიმერ ჯანაშიას, მეტსახელად "ლადოს", მკვლელობის საქმეში, რომელიც 2010 წელის მარტში ჩაცხრილეს.

    კაბაბერ შუშანაშვილი ბრალდებულია, ასევე, საბუთების გაყალბებაში, იარაღის უკანონო შენახვა-ტარებასა და თაღლითობის განმეორებით ჩადენაში.

    ესპანური მედიის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი ქმნიდა სპეციალურ ფირმებს და სამრეცხაოებს, სადაც ე.წ ობშიაკის ფული იკრიბებოდა.

    აღსანიშნავია, რომ შუშანაშვილი მადრიდში 2010 წელსაც დააკავეს, თუმცა მის წინააღმდეგ სასამართლომ საკმარისი სამხილის მოგროვება ვერ შეძლო, რის გამოც წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ 50 000 ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

    ძმები შუშანაშვილების სახელი ქართულ ქურდულ სამყაროში საკმაოდ ცნობილია. ესპანური პრესა კახა შუშანაშვილს ქართულ-რუსული მაფიის გენერლადაც მოიხსენიებს. მისი ძმა, ლაშა შუშანაშვილი, ქურდულ სამყაროში კიდევ უფრო დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მიმდინარე სპეცოპრეციაში ქართული მხარეც არის ჩართული და დაკავებულების ვინაობას მოგვიანებით გაავრცელებენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter