თეონა ვეშაგური
19.11.2021

გორის ჰოსპიტალი დღემდე მკურნალობს ჩვენს გმირ ჯარისკაცებსა და ბევრ სამოქალაქო პირს, და ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე. ამასთან, ფიქრობს, რომ ეს ჰოსპიტალი იმიტომ შეირჩა, რადგან დაცულობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ყოველგვარი პროვოკაცია გამოირიცხება.

„მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობს. მოგეხსენებათ, სულ პირველად შემდგარი კონსილიუმის რეკომენდაცია იყო, რომ თუ პაციენტის მდგომარეობაში ისეთი ცვლილებები გაჩნდებოდა, რომელიც მის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდა, ის აუცილებლად იქნებოდა გადაყვანილი მსგავს დაწესებულებაში.

„როგორც ჩანს, ეს საკითხი მხოლოდ ახლა დადგა. გორის სამხედრო ჰოსპიტალი კი იმიტომ შეირჩა, რომ ის მეტად არის დაცული უსაფრთხოების თვალსაზრისით, შესაბამისად გარეშე პირების შესვლის ალბათობა არის მინიმალური.

„რაც შეეხება გორის ჰოსპიტალს, ეს ის ჰოსპიტალია, რომელიც დღემდე მკურნალობს ჩვენს გმირ ჯარისკაცებს. ასევე იქ არის არაერთი სამოქალაქო პირი. ეს არის ის დაწესებულება, რომელიც ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. რაც შეეხება მკურნალობის ნაწილს, ამაზე ექიმები ისაუბრებენ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×