ქრისტინე კაპანაძე
14.11.2020

ოპოზიციის მხრიდან განცხადებები, რომ ხელისუფლებამ გარკვეული თანამდებობები უნდა დათმოს, გაუგებარია. რეალურად ჯერ უნდა შევიდნენ პარლამენტში და შემდეგ პოლიტიკური კამათით გადაწყვიტონ ვინ რას დათმობს. ერთ-ერთი ძირითადი დავა ხომ ბიულეტენების ხელახალი გადათვლის საკითხი იყო? ვინაიდან ცესკომ ოპოზიციის საჩივრები არ დააკმაყოფილა, შეიძლება ხელისუფლებამ უფრო გაზარდოს ბიულეტენების გადათვლის არეალი. თუმცა არჩევნების ხელახალი ჩატარების საკითხი ან სხვა მოთხოვნები არარეალურია, თუკი შესაბამისი არგუმენტებით არ იქნება დადასტურებული ამის აუცილებლობა", - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ოპოზიცია-ხელისუფლების მოლაპარაკებების საკითხს და ოპოზიციის მოთხოვნებს, რომ „ქართული ოცნება" დათმობებზე უნდა წავიდეს.

„ერთ-ერთი ძირითადი დავა იყო ბიულეტენების ხელახალი გადათვლის საკითხი. ვინაიდან ცესკომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის საჩივრები. შეიძლება მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ უფრო მეტად გაიზარდოს ბიულეტენების გადათვლის არეალი. აქამდე თუ იყო გასაჩივრებულ დოკუმენტებზე გადათვლა, ახლა შეიძლება დადგეს საკითხი, რომ მთლიანად გადაითვალოს მთელი საარჩევნო ბიულეტენები.

„ყოველი შემთხვევისთვის ის, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს, თამარ ჟვანია შეიცვალოს, ან ის ვინმემ ჩაანაცვლოს და ეს გადაწყდეს უკმაყოფილოთა განცხადებების საფუძველზე, დასაბუთებული არგუმენტების გარეშე ეს ალბათ დაუშვებელია, რადგან ეს სერიოზული პროცესია. სასამართლო რომ სასამართლოა, იქაც საბუთებია საჭირო.

„ლინჩის წესი ხომ სასამართლოსგან იმით განსხვავდება, რომ ადამიანები გადაწყვეტილებას იღებენ არა საბუთებისა და არგუმენტების, არამედ ქუჩაში თავმყოყრილი ადამიანების განწყობის საფუძველზე. ქუჩაში მყოფი ადამიანების განწყობით ლინჩის წესით წყდება საკითხები და ჩვენ ხომ გვინდა პოლიტიკური პროცესები ლინჩის წესის პრინციპით არ წავიდეს? ვფიქრობ მსგავსი ქმედებები დაუშვებელია და ამას არც ხელისუფლება არ დაუშვებს", - ახცადებს საყვარელიძე.

იგი „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ლევან კობერიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ხელისუფლებას ოპოზიციისათვის მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე ადგილის დათმობისკენ მოუწოდებს.

„ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ მასპოლიტიკური ფასი აქვს გადასახდელი იმისთვის, რაც გააკეთა. მარტივად, რომ ვთქვათ ხელისუფლებამ მინისტრთა კაბინეტში უნდა დათმოს პორტფელები ოპოზიციის სასარგებლოდ - ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის თემაა,"- განაცხადა კობერიძემ.

საყვარელიძის თქმით ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგან მსგავსი განცხადებები გაუგებარია.

„ოპოზიციის მხრიდან განცხადებები, რომ ხელისუფლებამ გარკვეული თანამდებობები დათმოს, ნამდვილად გაუგებარია. რეალურად ჯერ უნდა შევიდნენ პარლამენტში და შემდეგ გადაწყვიტონ ერთმანეთში პოლიტიკური კამათით ვინ რას თმობს. რას ნიშნავს დათმოს მინისტრთა კაბინეტი?! ისევ ქუჩიდან გვინდა გადაწყდეს პრობლემა საპროტესტო ზეწოლის ხარჯზე და ვერ ვიაზრებთ, რომ საპროტესტო ზეწოლა არ არის საუკეთესო გამოსავალი სამართლიანი გადაწყვეტილებისათვის. ამას გვკარნახობს კანონი და მივყვეთ ამ კანონს ბოლომდე.

„რომელი პოლიტიკური ძალის უკანაც არის კანონის უგულებელყოფა, ის უნდა წავიდეს დათმობაზე. ხელისუფლებას თუ შევამჩნევთ, რომ მისი მხრიდან კანონი უგულებელყოფილია და ამას დავამტკიცებთ, ხელისუფლებამ უნდა დათმოს. თუ ოპოზიცია დაარღვევს კანონს, მაშინ მას მოუწევს დათმობებზე წასვლა," - ამბობს „რეზონანსთან" რამაზ საყავრელიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×