ქრისტინე კაპანაძე
12.11.2020

საქართველო ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საერთაშორისო „გავის ალიანსისგან" მიიღებს. ვაქცინის მოწოდება მოხდება ეტაპობრივად, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მის უსაფრთხოებას დაამტკიცებს. პირველი შენატანი ვაქცინის მიღებაზე უკვე გადახდილია, აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

თუმცა, მისივე თქმით, ზუსტად როდის იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინა საართველოსთვის, ჯერჯერობით უცნობია.

„საქართველო ჩართულია „კოვაქს პლატფორმაში", რომელიც წარმოადგენს ვაქცინების გლობალური ალიანსის პლატფორმას და შექმნილია „გავის ალიანსის" ბაზაზე, რომელიც არის უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია.

„ჩვენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ამ კომპანიისგან მივიღებთ ეტაპობრივად, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მის უსაფრთხოებას დაამტკიცებს. პირველი შეტანატი ვაქცინის მიღებაზე უკვე გადახდილია," - ამბობს ამირან გამყრელიძე.

„გავის ალიანსი" არის კერძო და საჯარო კომპანიების უდიდესი გლობალური ქსელი, რომლის მიზანია ძვირადღირებულ ვაქცინაციაზე ღარიბი ქვეყნების წვდომის უზრუნველყოფა.

ამის პარალელურად აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი კომპანია „ფაიზერის" მიერ შექმნილ ვაქცინასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ამ ეტაპზე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები ვაქცინის ეფექტურობაზე. ამიტომ სანამ ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი ზეიმი ნაადრევია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „პია" ავრცელებს.

„კომპანია ფაიზერმა გვაუწყა, რომ ბიოტექსთან ერთად დამზადებულ ვაქცინას შეუძლია კოვიდის პრევენცია. თუმცა თუ კვლევის დეტალებს ჩავუღრმავდებით, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა და სანამ მათზე პასუხი არ გვექნება ზეიმი ნაადრევია,"- ამბობს ექიმი.

ბრიტანული საინფორმაციო კომპანია ბიბისის ცნობით კი კომპანია „ფაიზერის" მიერ შექმნილ ვაქცინას ადამიანების 90%-ით დაცვა შეუძლია. ვაქცინა უკვე 43 500 ადამიანზე გამოსცადეს და მათ ჯანმრთელობას არავითარი სართხე არ შეჰქმნია. ვაქცინის შემქნელი კომპანიები „ბიბისისთან" განმარტავენ, რომ 9 ნოემებრი, ვაქცინის შექმნის დღე მეცნიერებისა და კაცობრიობისათვის უდიდესი დღეა.

კომპანია „ფაიზერის" მიერ შექმნილი ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით ევროკავშირმა უკვე გააფორმა შეთანხმება ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია Pfizer-სა და გერმანულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია BioNtech-თან, რომლის მიხედვითაც ევროკომისია ვაქცინის 300 მილიონ დოზას შეიწყიდის და რომელსაც ის 2020 წლის დასრულებამდე მიიღებს.

ევროკავშირთან ერთად ვაქცინის 1,5 მილიონი დოზა უკვე ახალი ზელანდიის მთავრობამაც შეუკვეთა.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×