მარიკა ხორავა
07.11.2020

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის აქტივისტები დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში ქუჩის საპროტესტო აქციებს ატარებს. კვირას 8 ნოემბერს 15:00 საათზე რუსთაველზე პარლამენტის წინ დაგეგმილია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია. მმართველმა პარტიამ კი ეპიდვითარებიდან გამომდინარე ახალი წერტილოვანი შეზღუდვები დააწესა - 9 ნოებრიდან დიდ ქალაქებში 22:00საათიდან 5:00 საათამდე ტრანსპორტით და ფეხით გადაადგილება იზღუდება.

დაემორჩილება თუ არა ოპოზიცია ახალ შეზღუდვებს და შეწყვეტს თუ არა ორშაბათიდან, ღამის აქციებს - ამის შესახებ „რეზონანსი",,ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ხატია დეკანოიძეს ესაუბრა.

„აქცია ხვალ უეჭველი გაიმართება. ჰგონიათ, რომ ადამიანებს შეზღუდვების დაწესებით გააჩერებენ. ეს არის სრული აბსურდი. რა თქმა უნდა, არავინ გაჩერდება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც გადაწყვეტენ ჩვენი მოქალაქეები. ხვალ ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით. სუბიექტურად გეუბნებით - ამ შეზღუდვებზე დამორჩილებას არ ვაპირებ", - განაცხადა დეკანოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×