მარიკა ხორავა
20.10.2020

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე უცხოელი დამკვირვებლების რაოდენობა უპრეცედენტოდ მცირე იქნება. სამშაბათს გაირკვა, რომ მსოფლიოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ევროპარლამენტი საქართველოში სადამკვირვებლო მისიას არ გამოაგზავნის. „დამკვირვებლების სიმცირე არ უნდა გახდეს ვიღაცისთვის ცდუნება, რომ რაიმე დარღვევა ჩაიდინონ", - ამის შესახებ „რეზონანსთან" საერთაშორისო ექსპერტმა ვახტანგ ფხალაძემ განაცხადა.

როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანია და სწორედ „ქართული ოცნების" ინტერესშია საქართველოში რაც შეიძლება მეტი უცხოელი დამკვირვებლის ჩამოსვლა, რათა ნახონ, თუ როგორია რადიკალური ჯგუფების განწყობები, დამოკიდებულება, როგორ პროვოკაციას აწყობენ და როგორ ძალადობენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

ფხალაძის თქმით, საქართველოში იდეალური არჩევნები არასდროს არ ჩატარებულა.

„დამკვირვებლების სიმცირე არ უნდა გახდეს ვიღაცისთვის ცდუნება, რომ რაიმე დარღვევა ჩაიდინოს. ძალიან ძნელია სათქმელია, რომ დარღვევები არ იქნება. არჩევნების ღირსეულად ჩატარება - ეს ქვეყნის პრესტიჟია და ამაზე ყველამ უნდა ვიზრუნოთო.

„სამწუხაროდ, ჩვენ იდეალური არჩევნები არ ჩაგვიტარებია. არჩევნებზე ხდება ხოლმე დაღვევები. რომელიმე უბანზე დამკვირვებელი რომ არ იქნება, ამან შეიძლება ვიღაცას აფიქრებინოს რაღაცა ქმედების ჩადენა, რომელიც დარჩება შეუმჩნეველი ან დაუსჯელი. ეს ასე არ უნდა იყოს. ჩვენ არჩევნები არ უნდა ჩავატაროთ დამკვირვებლებისთვის, არამედ ჩვენთვის. უნდა ვაჩვენოთ ის სტანდარტი, რომელიც უნდა ვაჩვენოთ.

„ენდიაის" არ ეყოლება ადგილზე დამკვირვებელები. შეიძლება ევროპარლამენტარები შეუერთდნენ რომელიმე ჯგუფს, თუმცა ცალკე მათი დელეგაცია არ იქნება. საკმაოდ ბევრი ორგანიზაცია არ იქნება, რომლებიც ზოგადად აკვირდებიან, თუმცა ახლა კოვიდ სიტუაციის გამო ვერ ახერხებენ.

„რამდენადაც ვიცი, ადგილობრივი ორგანიზაციები საკმაოდ აქტიურად იქნებიან წარმოდგენილი არჩევნებზე და საერთაშორისო ორგანიზაციები ბევრ საკითხში დაეყრდნობიან მათ ანგარიშებსაც", - განაცახადა ფხალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×