მარიკა ხორავა
20.10.2020

ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდასაჭერად ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის აქტიურობა „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერების უფრო მეტად მობილიზებას გამოიწვევს, თუმცა, ამავდროულად, პარტიას ნეიტრალური ამომრჩევლების ხმებს დააკარგვინებს, - ასეთ შეფასებას აკეთებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.

„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას: თუ როგორ შეაფასებდა ის ვანო მერაბიშვილის აქტივობას, რომელიც ახალციხეში მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და ჰპირდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში თავად იზრუნებს მათზე, ასე უპასუხა: „მეტი ვანო ოპოზიციას - ეს არის ჩვენი დევიზი."

გამზარდიას აზრით, ყოფილი შს მინისტრის წინასაარჩევნო გააქტიურებას შეიძლება ორმხრივი ეფექტი ჰქონდეს.

„ნაციონალური მოძრაობას" ამომრჩეველის მდგრადი ელექტორატი რაც ჰყავს, ისინი ორიენტირებულები არიან სააკაშვილზე, ზურაბ ადეიშვილზე, ვანო მერაბიშვილზე და იმ პირებზე, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდათ.

„გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობის" გათვლა რაშია. მერაბიშვილის ფაქტორი შეიძლება იყოს რაღაცა მიზნისთვის წამახალისებელი და რაღაცისთვის დამაბრკოლებელი. მის მიმართვას რეალური ამომრჩევლისადმი ნეგატიური ზეგავლენა არ უნდა ჰქონდეს, თუმცა ის თუ მთლიანობაში მიმართავს ხალხს - იმათ, ვინც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ არიან, მაგრამ გარკვეული ლოიალობა გააჩნიათ და მათ განიხილავენ ასარჩევ სუბიექტად - ამ შემთხვევაში შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა ჰქონდეს", - განაცხადა გამზარდიამ.

ირაკლი კობახიძემ ვანო მერაბიშვილს მსგავსი აქტივობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს მმართველი პარტიისთვის კარგი რეკლამა და პიარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გიორგი   (21.10.2020)
მერაბიშვილს მოვუტყანი ცოლ და შვილი პირიდან მაგის ოჯახი და გვარი მოტყნას ახალციხელმა კაცებმა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×