ქრისტინე კაპანაძე
16.09.2020

„პატრიოტთა ალიანსს" „ქართულ მარშთან" საარჩევნო ფორმატში თანაშრომლობასთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება არ ჰქონია და აქედან გამომდინარე, სანდრო ბრეგაძის უკმაყოფილება და კრიტიკა გაკვირვებას იწვევს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური მდივანი გოჩა თევდორაძე „ქართული მარშის" ლიდერის სანდრო ბრეგაძის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

ბრეგაძე „ქართული მარშის" სახელით გლდანის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს და როგორც თავად ამბობს, „პატრიოტთა ალიანსის" მხრიდან თანადგომის იმედი ჰქონდა, თუმცა მათ გლდანში თავისი პარტიიდან დაასახელეს მაჟორიტარობის კანდიდატი, რის გამოც ბრეგაძემ საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდამ მოხსნა.

როგორც „პატრიოტთა ალიანსის" მდივანი ამბობს ერთმანეთის კანდიდატურების მხარდაჭერის საკითხები „ალიანსს" და „მარშს" არ განუხილავთ.

„პოლიტიკურ პარტიას „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" „მარშთან" არავითარი შეთანხმება და შეთავაზება არ ჰქონია, მითუმეტეს საერთო კანდიდატის არჩევის საკითხზე. პარტიას გვაქვს ამბიცია და პრეტენზია, რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში. შესაბამისად, მაჟორიტარობის კანდიდატებს ვაყენებთ პრაქტიკულად ყველა ოლქში.

„სანდროს ჰქონდა თანამშრომლობის მოლოდინი, სავარაუდოდ, ჩვენი მეგობრული ურთიერთობის გამო, ეს თავისთავად არ ვრცელდება პარტიებზე და ასეთ შეთანხმებებზე", - განაცხადა თევდორაძემ, „რეზონანსთან" საუბრისას.

მისივე თქმით, მან არ იცის ზუსტი მიზეზი, თუ რატომ ქონდა სანდრო ბრეგაძეს თანამშრომლობის მოლოდინი.

„ჩვენ საქართველოს ყველა ოლქში ვართ წარმოდგენილები, მათ შორის თბილისშიც, გლდანის მაჟორიტარულ ოლქში. გასაკვირად არ ვთვლი, რომ „პატრიოტთა ალიანსს" ჰყავს თავისი კანდიდატი მერაბ ჭიქიშვილი. ჯერ კიდევ ორი თვით ადრე დაიწყეს ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა საუბარი გლდანის მაჟორიტარად მერაბის კანდიდატურაზე, რომელიც ასევე წარმოდგენილი იქნება პარტიულ სიაშიც", - განაცხადა თევდორაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×