ია აბულაშვილი
24.08.2020

„ოქრუაშვილი კიდევ გამოყოლილშია, თავი ისევ მაშინდელი მინისტრი ჰგონია, ხალხს რომ ავიწროვებდა და შემდეგ სააკაშვილს აბრალებდა. დამდგარა და სამი დღეა იძახის - თაკო ჩარკვიანმა არ დააყენოს კანდიდატურაო. რისი ეშინია? თუ რეალური კანდიდატის ეშინია, მესმის, რადგან თაკო ჩარკვიანი ძლიერი კანდიდატია“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომ თაკო ჩარკვიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძემ დისონანსი შეიტანა ოპოზიციურ ერთობაში და ეს უნდა გამოსწორდეს.

„თუ ვინმემ დაარღვია ის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, დაარღვია ჩემთან მიმართებაში.  მე ამას არ ვთვლი პრობლემად ჩემი გადმოსახედიდან, თუმცა ის დისონანსი, რომელიც გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებამ შემოიტანა ამ ერთობაში, მოითხოვს გამოსწორებას მისი მხრიდან; შესაძლოა გიორი ვაშაძემ საკუთარი ნომრით არ დააყენოს თაკო ჩარკვიანი და ესეც განვიხილოთ გამოსწორებად“, - აცხადებს „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი.

„გინდა თუ არა ჩვენთან უნდა იყო შეთანხმებულიო... რატომ, რა ვალედებულება მაქვს? ნათელაშვილის ოფისთან არანაირი კავშირი არ მაქვს. მაგათი „აწყობილი და დალაგებული“ გეგმები უკვე ვნახეთ, ერთი კვირაა გართულები არიან ოპოზიციასთან ბრძოლაში. ჩემი მიზანია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ჩამოცილება და ქვეყნის აღმშენებლობა.

„საერთოდ, ვინ არის ოქრუაშვილი? კიდევ გამოყოლილშია, თავი ისევ მაშინდელი მინისტრი ჰგონია, ხალხს რომ ავიწროვებდა და შემდეგ მიშას აბრალებდა; სააკაშვილის წინააღმდეგ 5 ჩვენება რომ მისცა და მერე მოუბოდიშა... 

„ისე, მონანიება მაგის სტილია. ჯერ დაიძახებს - დანიშნულების ადგილას 400 კაცი შეიკრიბეთო და მერე გამოვა, "ადიდასის" სპორტულებში ჩაცმული და მოინანიებს. მინდა ვკითხო - კიდევ აქვს ეს სპორტულები მონანიების დროს რომ იყენებს? რადგან ხალხი ისევ ელოდება მაგის მონანიებას.

„სწორედ იმიტომ შემოვედი პოლიტიკაში, რომ 30-წლიანი ნათაღლითარი პოლიტიკოსები მოცილდნენ და პატიოსანი და პროფესიონალი ახალგაზრდები მოვიდნენ პოლიტიკაში. თაკო ჩარკვიანს კი არ უქმნის უხერხულობას ოპოზიციის ერთობას, უხურხულობას უქმნის ბურჯანაძესთან და ოქრუაშვილთან ალიანსი. მე დამოუკიდებლად ვიყრი კენჭს, ეს იცის ყველამ დიდი ხანია.  ოქრუაშვილმაც კაცურად დააყენოს თავისი კანდიდატურა სადაც უნდა. მე რატომ მებრძვის, არ ვიცი. რისი ეშინია, თუ რეალური კანდიდატის ეშინია - მესმის, რადგან თაკო ჩარკვიანი ძლიერი კანდიდატია“, - განაცხადა „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×