ია აბულაშვილი
18.05.2020

"რა თქმა უნდა, გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში უნდა დარჩეს, მაგრამ ჩემი აზრით, ოპოზიციამ გამონაკლისის სახით უნდა დაუშვას და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა, რათა მიღებული იქნას საკონსტიტუციო ცვლილებები"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას, რომელიც "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იქნა მიღებული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 8 მარტის შეთნხმების შესრულებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია ოქრუაშვილის და უგულავას გათავისუფლება და იმედს იტოვებენ, რომ გიორგი რურუაც მალე დატოვებს საპატიმროს, ხოლო, ამის შემდეგ მიიღებს საქართველოს პარლამენტი შეთანხმებას საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საზოგადოება და საქართველოს მეგობრები ელოდებიან გიორგი რურუას გათავისუფლებას და შედეგ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას პარლამენტში.

მისი თქმით, მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ეს საჭირო იქნება, ოპოზიცია კოორდინაციას მოახდენს. "ივანივშილის გუნდი მშვიდად უნდა შეეგუოს ჩვენი ამომრჩევლის ვერდიქტს, ივანიშვილის არჩევნების გზით ჩამოცილებას. ამის შემდეგ გვეყოლება კოალიციური მთავრობა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ჩიხიდან"- აცხადებს გიგა ბოკარია.

"ოპოზიციამ დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით მნიშვნელოვან მხარდაჭერას მიაღწია, რაც გამოიხატა უგულავას და ოქრუაშილის გათავისუთლებაში. რაც შეეხება გიორგი რურუას გათავისუფლებას, ეს საკითხი დღის წესრიგში უნდა დარჩეს, მაგრამ ჩემი აზრით, ოპოზიციამ გამონაკლისის სახით უნდა დაუშვას და მონაწილეობა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში, რათა გაშვებული არ იქნას შანსი ცვლილებების მიღების.

"თეორიულად, შესაძლებელია, რომ "ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" გარეშეც მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები, ცალკეულ დეპუტატებთან მოლაპარკების გზით.

"რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატის წარდგენას, ოპოზიციაში ეს საკითხი ჯერ ბოლომდე არ არის შეთანხმებული. ასევე გასათვალისწინებულია სხვა ფაქტორებიც, თუნდაც ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საინფორმაციო ომს ჯერ კიდევ აგებს "ოცნებასთან". ამას ემატება "ოცნების" უპირატესობა სახელისუფლებო რესურსის გამოყნების თვალსაზრისით.

"რაც შეეხება მოსახლეობის აქტივობას ამ არჩევნებში, ვფიქრობ, რომ აქტივობა იქნება. ორივე მხარე ხალხის მობილიზებას შეეცდება. "ოცნება" ილაპარკებს კორონავირუსთან ბრძოლაში მიღწეულ გამარჯვებზე, ოპოზიცია მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე" - განაცხადა "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×