თამთა ჩაჩანიძე
15.11.2019

 „პროპორციული სისტემა ევროპის ბევრ ქვეყანაშია და რასაკვირველია, გაამართლა კიდეც" - ასე აფასებს „რეზონანსთან" კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, პროპორციული არჩევნების სისტემაზე გადასულ ევროპის ქვეყნების შედეგებს.

მისი თქმით, კენჭისყრაზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი არ ჩავარდა რადგან 100 ხმაზე მეტი მიიღო.

„კანონპროექტი არ ჩავარდა, მაშინ ჩავარდებოდა, 100 ხმაზე ნაკლები რომ მიეღო, ანუ მან მიიღო 101 ხმა, პროექტი არაა ჩავარდნილი, ამიტომ აუცილებლად მეორე მოსმენა უნდა გაიმართოს.

„მაისში ინიცირებული რომელი კანონპროექტიც იყო, იმას სერიოზული ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ ზაფხულში სამუშაო ჯგუფებმა ეს ხარვეზები გაასწორა და უკვე იურიდიულ კომიტეტში განხილვის შემდეგ, რა პროექტიც პლენარულ სხდომას ახლა წარედგინა, იმაში უკვე ხარვეზები აღარ იყო, ეს უკვე გასწორებული, იყო მაგრამ არ უნდათ მიღება და რად გინდა"- აცხადებს იგი.

ხმალაძისვე შეფასებით, ხელისუფლებას პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არ სურს, რადგან მაჟორიტარული სისიტემის არსებობისას ბევრად მეტ მანდატს იღებს.

„ამ სისტემის მიზეზებზე ლაპარაკი სამი ათეული წელია მიდის, ხელისუფლებას პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არ უნდა იმიტომ, რომ მაჟორიტარული სისტემის დროს, ბევრად კარგად იყენებს, როგორც ადმინისტრაციულ რესურსს, ისე ამომრჩეველთა მოსყიდვას შეპირებებით თუ სხვა ხერხებით და მაჟორიტარული ოლქების დიდი ნაწილის მოგებას ახერხებს. ამის ხარჯზე იღებს ბევრად მეტ მანდატს, ვიდრე მიიღებდა იმ შემთხვევაში მანდატები პროპორციულად, რომ განაწილებულიყო.

„პროპორციული სისტემა ევროპის ბევრ ქვეყანაშია და რასაკვირველია გაამართლა კიდეც" - აცხადებს ხმალაძე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×