სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    Resonance
    02.09.2019

     მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავის აღსანიშნავად, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩომ თბილისში მოაწყოს გამოფენა სახელწოდებით „ბრძოლა და ტანჯვა. პოლონეთის მოქალაქეები მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის დროს."

    გამოფენა, რომლის დათვალიერებაც 10 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი და რომელიც ქართულ ენაზე იქნება წარმოდგენილი ინგლისურ თარგმანთან ერთად, იმართება ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში, (მის.: შალვა დადიანის 2/1). მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები.

    გამოფენაზე წარმოდგენილია პოლონეთის ბრძოლის ისტორია ტოტალიტარული რეჟიმების წინააღმდეგ, ჯარისკაცების და რიგითი ადამიანების გმირობა - ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გვახსოვდეს.

    1 სექტემბერს, გერმანული ჯარების პოლონეთზე თავდასხმით, მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. პოლონურმა არმიამ მრავალი ბრძოლა გადაიხადა, რომლის დროსაც პოლონელი ჯარისკაცები გამოჩენილი გმირობით გამოირჩეოდნენ. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 1939 წლის 17 სექტმებერს, მაშინ, როდესაც პოლონელეთი გერმანელებისგან იცავდა თავს, ომში საბჭოთა კავშირი ჩაერთო და პოლონეთის ტერიტორიების დაკავება დაიწყო. ეს იყო ომის დაწყებიდან ერთი კვირით ადრე, იმავე წლის 23 აგვისტოს სსრკ-სა და გერმანიას შორის არასამთავრობო აგრესიული პაქტის გაფორმების შედეგი, ცნობილი როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. პაქტის საიდუმლო დანართში განსაზღვრული იყო პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის და რუმინეთის ტერიტორიების და გავლენის სფეროების დაყოფა ორ აგრესორს შორის.

    ომის დროს გერმანიის ერთ - ერთი მთავარი მიზანი იყო პოლონური საზოგადოების, მათ შორის ებრაელების სრული განადგურება, რომელთა რიცხვიც პოლონეთში იმ დროისთვის დაახლოებით 3.5 მილიონს შეადგენდა.

    საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებული პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში, სსრკ ცდილობდა კომუნისტური სისტემის დანერგვას პროპაგანდისა და ტერორის საშუალებით. მათი მთავარი სამიზნე ჯგუფი იყო ელიტა, რომელსაც ისინი კლასობრივ მტრად მიიჩნევდნენ. გერმანია ფოკუსირებული იყო საზოგადოების ყველა ფენაზე. პოლონური ელიტა, როგორც პოლონური იდენტობის მცველი, წინააღმდეგობას უწევდა ორივე დამპყრობლის გეგმებს.

    1939 წლის დამარცხების შემდეგ, ბევრი პოლონელი ლიდერი, სარდალი და ჯარისკაცი ემიგრაციაში წავიდა, სადაც მათ ჩამოაყალიბეს პოლონეთის მთავრობა (დაფუძნებული იყო ლონდონში), დასავლეთში პოლონეთის შეიარაღებული ძალები და სადაზვერვო სამსახურები, რომლებიც დახმარებას უწევდნენ მოკავშირეებს მესამე რაიხის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1941 წელს სსრკ-ზე გერმანიის შეტევის შემდეგ შეიქმნა პოლონეთის შეიარაღებული ძალები სსრკ-ში. სამშობლოში დარჩენილმა პოლონელებმა ჩამოაყალიბეს არაერთი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელთაგან ყველაზე ცნობილი იყო არმია კრაიოვა. ასევე შეიქმნა პოლონეთის მიწისქვეშა სახელმწიფოს განვითარებული სტრუქტურები. პოლონელები იბრძოდნენ არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ მეორე მსოფლიო ომის ბევრ ფრონტზე.

    ომის დასრულებამ პოლონელებს თავისუფლება არ მიანიჭა. სსრკ-ის მხარდაჭერით შექმნილი კომუნისტური ხელისუფლება არ იქნა აღიარებული პოლონური საზოგადოების მიერ ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლად. ის ქვეყანას ავტორიტარული წესით მართავდა ტერორისა და მოქალაქეების დაშინების გამოყენებით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×