სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.05.2019

     ნეიტრალიტეტი, როგორც პოლიტიკა, დიდი ხანია მხილებულია ორ ფუნდამეტურ ნაკლოვანებაში. 

    პირველი. ნეიტრალიტეტი არის არარეალისტური პოლიტიკა. მე თუ მარჯვნივ მეზობლად  მგელი მყავს და მარცხნივ - დათვი და თუ ვაცხადებ „არ ვიჭმევი“, დიდი ალბათობაა, რომ ისინი არ დამიჯერებენ და თავის ამ უნდობლობას მაშინვე საქმით დამიმტკიცებენ.

    მეორე. ნეიტრალიტეტი არადამოუკიდებელი პოლიტიკაა. მაგალითს მოვიყვანთ. ავსტრია წმინდად გერმანული ქვეყანაა. კარგ გერმანულად მიჩნეულია ვენური გერმანული და არავითარ შემთხვევაში - ბერლინური.ავსტრია მსოფლიომ სცნო ნეიტრალურად იმიტომ, რომ მისთვის მოხერხებული იყო ავსტრიის დაუსჯელობა ნაცისტური გერმანიის ცოდვებისათვის. შვეიცარია ნეიტრალურად დარჩა (მას ხელი არავინ ახლო) იმიტომ, რომ მისი თავისუფლად მომქმედი ბანკები ორსავე მეომარ მხარეს ემსახურებოდა. ფინეთის ნეიტრალიტეტი ხელუხლებელი დარჩა იმიტომ, რომ ფინელები ზუსტად ატყობინებდნენ საბჭოთა კავშირს, როდის მოხდება ალყაში მოქცეული ლენინგრადის  საარტილერიო დაბომბვა და რა მიმართულებით.

    დღეს გამოყენებული ტერმინი „სამხედრომიუმხრობლობა“ („პატრიოტთა ალიანსი“) მხოლოდ ევფემიზმია (ლამაზი გამოთქმაა) „ნეიტრალიტეტის“  ცნების შესანიღბავად.  ვინც დღეს ამ ცნებას პრაქტიკულად იყენებს „ობიექტივის „ არხზე მკაფიოდ აცხადებს თავის გეგმას. მას უნდა 27 მაისიდან 2 საათიანი ყოველდღიური საინფორმაციო მიტინგების ჩატარება თავისუფლების მოედანზე, ხოლო 15ივნისიდან -მუდმივი ყოფნა ამ მოედანზე მანამდე, სანამ ხელისუფლება არ დათმობს ანუ ისინი გვპირდებიან უსასრულო კონფლიქტს.

    კითხვა დგას: პოპულარობის იმედი ამ გეგმას ვერ ექნება. ვისი ნება დგას  ამ გადაწყვეტილების უკან? თუ გავითვალისწინებთ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის  მიერ ადრე გამოთქმულ  სიმპათიებს, ეს ნება, უნდა ვივარაუდოთ, არის რუსეთის ნება. ამ უკანასკნელს ადრე ემორჩილებოდა  მხოლოდ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე  და ზოგი სხვა თავისი კატასტროფულად  მწირი IQ-თი,რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთს, ძლევამოსილ მეომარს ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიების დამპყრობს , „უნდა შევურიგდეთ“.

    ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან და, საერთოდ, დასავლურ სამყაროსთან, ძალიან რთულია და რთული იქნება მუდამ. ჩვენი პრინციპი საქართველოსა და ნატოს ურთიერთობისა არაერთხელ გამოქვეყნებულა. ეს პრინციპია: შეგვიძლია ნატოშიყოფნა მისი წევრობის სახით, მასთან, როგორც მთელთან, - ალიანსის სახით და მის ცალკეულ წევრებთან - ალიანსის სახით. 

    რა თქმა უნდა, ჩვენთვის უარსებითესია, რომ ეს ალიანსები იყოს ხელშეკრულებით გაფორმებული და არა მხოლოდ ზეპირი. როდესაც ბატონი თარხან-მოურავი გვეუბნება, რომ ნატოსთან კავშირი ჩვენ წელიწადში 400 000 მლნ დოლარად გვიჯდება, იგი ყალბობს: ამ თანხის ერთი დიდი ნაწილი სინამდვილეში  ხმარდება ამერიკული იარაღის შესყიდვას (რის გარეშეც ჩვენს მეზობლებს სათანადო ენით ვერ დაველაპარაკებით), დანარჩენი ნაწილი კი ხმარდება ერთობლივ წვრთნებს, რომლებიც, ბუნებრივია,ორივე მხარის ხარჯით მიმდინარეობს.

    ჩვენ ვითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი ურთიერთობა დასავლეთთან, სამხედროს ჩათვლით, ძალიან რთული იქნება დღესაც, ხვალაც და უსასრულო მომავალშიც. მაგრამ მოსალოდნელმა სირთულემ არ უნდა დაგვავიწყოსჩვენი პოლიტიკის სისწორის აუცილებლობა.

    ვალდებულნი ვართ აღვნიშნოთ, რომ ჩვენს სწორ პოლიტიკაში ჩვენ მუდმივად სასიკვდილო საშიშროების წინაშე  ვდგავართ. რატომ აცხადებს პუტინი და თითქოს საქმით გვიჩვენებს თავის მტკიცე ნებას, რომ დასავლეთს არ დაუთმოს. პასუხი ხელისგულზე დევს. იმიტომ, რომ არსებობს ტრამპის მკაფიო განცხადება - „ჩვენ არ ვებრძვით ტერორიზმს. ჩვენ ვებრძვით რუსეთს და ჩინეთს“.

    პუტინი, რომელიც დღესდღეობით ომის წაგებული მხარეა, ბლეფობს, ვითომ მზად იყოს ამ სიახლისათვის. რადარა შესაძლებლობები და გეგმებიაქვს პუტინს  ამ პოზიციის მიმოხრისა, არ ვიცით. მაგრამ ერთი ვიცით - იგი მუდმივი ცდუნების წინაშეა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბირთვული იარაღი იხმაროს და ამით დამნაშავე აღმოჩნდეს ადამიანობის წინაშე აქედან გამომდინარე ყველა შედეგებით.

    ნოდარ ნათაძე

    პაატა კოღუაშვილი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved