სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    05.07.2013

    გივი ჯავახიშვილი

    აკადემიკოსი

    დღეს საქართველო ადგას მეტად საშიშ-სახიფათო გზას: სახელმწიფოებრივი განვითარების შესაფასებელი კრიტერიუმებისა და მაჩვენებლების უმრავლესობა გვაქვს გაუკუღმართებული, არასწორად შერჩეული.

    ასე მაგალითად:

    1. წარმოება-ბაზარი: დიდი ხანია საქართველოს ეკონომიკა მწვავე კრიზისულ მდგომარეობაშია. ამ დროს ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები, მათ შორის, სამწუხაროდ ეკონომისტები მოგვიწოდებენ, რომ იგი უნდა აღორძინდეს და განვითარდეს თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების საფუძველზე?!

    ჯერ ერთი - ეკონომიკა პირველ რიგში წარმოებითი ურთიერთობებია;

    მეორე - ბაზარი განაპირობებს არა წარმოების რეგულირებას, არამედ მის სტაბილიზაციას (სტაბილიზატორი მხოლოდ მცირე სიმძლავრის რეგულატორია);

    მესამე - ბაზარი იმისი კი არ არის, ვინც პროდუქციას ყიდულობს, არამედ იმისა, ვინც პროდუქციას ყიდის და უკიდურესად ჭარბი იმპორტის პირობებში, უცხო ქვეყნის ბაზარი, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზეა განთავსებული, რანაირად მოახდენს ჩვენი ქვეყნის წარმოების სტაბილიზებას;

    მეოთხე - ბაზარი როგორ მოახდენს სტაბილიზებას წარმოებისას, რომელიც ჩვენ არა გვაქვს?!

    ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის აღორძინება-განვითარებისათვის პირველადი (საბაზისო) ყოველთვის უნდა იყოს წარმოება და არა ბაზარი!!!

    2. მშვიდობა-ომი: უდავოა, რომ, განსაკუთრებით ჩვენისთანა ქვეყნის, აღორძინება-განვითარებისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია მშვიდობა. ეს განსაკუთრებით კარგად იცის მან, ვინც გარკვეულია ომის რაობაში. სწორედ ასეთ პიროვნებას წარმოადგენდა ერეკლე მეორე, რომელმაც რუსეთთან შეერთებით ხანგრძლივი პერიოდით მოუტანა მშვიდობა ომებისგან გაწამებულს და თითქმის ყუაზე დასულ ჩვენს ქვეყანას, რასაც დიდი პატივისცემით აღნიშნავდა საქართველოს რუსეთთან შეერთების ასი წლისთავზე დიდი ილია!

    რუსეთმა ამოგვშალა იმ საშინელი სიიდან, რომელშიც მიწერილი ვიყავით მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და რომელშიაც გაერთიანებულნი არიან: შუმერები და ხეთები, ბაბილონი და ასურეთი, ურარტუ და ფრიგია, ფინიკია და კართაგენი. ჩვენი ვაიპოლიტიკოსები კი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყანა დააყენონ რუსეთთან ომის გზაზე, რაზედაც მეტყველებს მათი გამონათქვამები: "ჩვენ დავშალეთ საბჭოთა კავშირი, ჩვენ უნდა დავშალოთ რუსეთი"; "შევუერთდეთ ჩრდილოკავკასიელებს და დავშალოთ რუსეთი"; "ჩვენ უნდა შევიდეთ ნატოში და დავამარცხოთ რუსეთი" და სხვა... პირდაპირ არ ვიცი, რა გიწოდოთ - კაცობრიობას ჯერ არ მიუგნია იმ ცნებისათვის (ტერმინისათვის), რომელიც სრულად გამოხატავს თქვენს პოლიტიკურ სიბეცეს (სხვათა შორის, ხშირად დვობენ უსაგნოდ იმაზე, ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი ცხინვალში. ომი პოლიტიკური კრიზისის გაგრძელებაა და იწყება პოლიტიკოსების განცხადებით და არა თოფითა და ზარბაზნით. ყველა ქუჩური ჩხუბი იწყება შეურაცხყოფით და არა მუშტით).

    როგორ ვერ ხვდებით, რომ ჯერ ერთი ჩვენ თუ ამერიკულ სამხედრო ბაზას გავხსნით ვაზიანში, რუსეთი აფხაზეთს და სამაჩაბლოს კი არ დაგვიბრუნებს, არამედ იქ გახსნის თავის სამხედრო ბაზებს (თანამედროვე ვითარებაც ამაზე მეტყველებს) და ამაში ხელს ვერავინ ვერ/არ შეუშლის.

    მეორეც, ვთქვათ, გადაირია მთელი მსოფლიო და რუსეთს გამოუცხადა ომი, ჩვენი გულისათვის, რაც ყოვლად წარმოუდგენელია, მაშინ ერთ-ერთი საომარი არენა ხომ საქართველოც იქნება და თანამედროვე მსოფლიო ომის შემდეგ მისგან არაფერი აღარ დარჩება.

    ჩვენი გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი გზა მშვიდობაა, ჩვენ კი ომისათვის ვემზადებით?!! ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში მრავლად არიან ისეთები, რომლებიც აცხადებენ, რომ ავღანეთში სამშობლოს კეთილდღეობისათვის ვიბრძვით!!!

    ვისაც არა აქვს უნარი ისტორიული და თანამედროვე მოვლენების და პროცესების ანალიზის და იდენტიფიკაციისა, თავი უნდა დაანებოს პოლიტიკას!!!

    3. მოვალეობები-უფლებები და თავისუფლება: უკანასკნელ ხანებში ვის და რანაირ უფლებებზე არ მოისმენთ მსჯელობას და ამასთან თითქმის ყველა შემთხვევაში დავიწყებულია მოვალეობები, რომელთა გარეშე უფლებებზე ლაპარაკი აბსურდია. ჯერ ერთი, თავისუფალი (თავი უფალი) ნიშნავს: თავის თავზე ცოდნით და ვალდებულებებით-მოვალეობით ამაღლებულ ადამიანს. მეორეც, ადამიანს ენიჭება გარკვეული უფლებები იმისათვის, რომ წარმატებით შეასრულოს თავისი მოვალეობები საზოგადოების და ბუნების მიმართ. ასე რომ უფლებები და მოვალეობები განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენენ გარკვეული პროპორციულობით და არ შეიძლება მათი ცალ-ცალკე განხილვა და მათი ერთიმეორისაგან განცალკევებული მინიჭება ვინმესთვის (წარმოებების და ორგანიზაციების საწესდებო დაკუმენტებში ისინი განიხილება ერთ პარაგრაფში - "უფლება-მოვალეობები").

    სახელმწიფოს მართვის, განსაკუთრებით მაღალ იერარქიულ დონეებზე მოსულ ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ ხოლმე ეს გარემოება და ალბათ ამიტომ არის, რომ მმართველობის ამ დონეს ქართველები ვეძახით "ხელის უფლებას".

    ამ ბოლო ხანებში ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი, დასავლეთის წაქეზებით, ცდილობს, გარყვნილება (უზნეობა) მონათლოს ეგრეთ წოდებულ სექსუალურ უმცირესობათა (სინამდვილეში უზნეოთა) უფლებების ფორმით და იმას კი ვერ ხვდება, რომ ამ აქტით იგი თავიდან იხსნის მოზარდი თაობის აღზრდა-განვითარებისათვის მორალურ-ზნეობრივი გარემოს შექმნის მოვალეობას.

    ზოგიერთი მათგანი უტიფრად აცხადებს: თუ ეს (უზნეობა) საზოგადოებისათვის მავნე და დაუშვებელია, რატომ ღმერთი არ განახორციელებს "სექსუალურ უმცირესობათა" და საერთოდ დამნაშავეთა მიმართ ამკრძალავ ან დამსჯელ სანქციებსო. მათ გასაგონად მინდა განვაცხადო: ჯერ ერთი, ზეგონის მიერ ადამიანებს აქვთ მიცემული გარკვეული ავტონომიურობა იმის ხარჯზე, რომ მათ აიღონ თავის თავზე თავის მსგავსთა რეგენერაციის ფუნქცია, მეორეც ვინ მოგახსენათ, რომ მოვალეობების უგულებელყოფა უფლებების სასარგებლოდ დაუსჯელია? მესამე (ლემურიელების) რასა სრულად იქნა განადგურებული ზეგონის მიერ სექსუალური აღვირახსნილობისათვის და სექსუალური გაუკუღმართებისათვის; ყოველდღიურად უამრავი (მილიონობით) კოსმოსური სხეული და სისტემა იღუპება (ნადგურდება) იმისათვის, რომ ისინი ივიწყებენ თავიანთ მოვალეობას - მიიღონ მონაწილეობა სამყაროს წონასწორობის უზრუნველყოფაში და ცდილობენ, მიისაკუთრონ იმაზე მეტი თავისუფლების ხარისხი, ვიდრე მათ აქვთ მინიჭებული ზეგონის მიერ!

    4. ეროვნული იდეოლოგია-დემოკრატია: ამ ბოლო ხანებში უშნოდ გვაქვს აჩემებული დემოკრატია (ხალხის მმართველობა). იმაზე კი არავის უფიქრია, რომ ერთის მხრივ, დემოკრატიისათვის აუცილებელია მაღალი შეგნების სამოქალაქო საზოგადოება (მოქალაქეობა); მოქალაქეობისათვის საჭიროა პასუხისმგებლობა; პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი პირობებია ცოდნა, ზნეობა, წარმოებითი ურთიერთობები; ცოდნის მიღების (განათლების) სისტემები, ყველა დონეზე გავანადგურეთ; უზნეობის უამრავ სახეობას ვნერგავთ; წარმოებები არა გვაქვს (გავანადგურეთ).

    მეორეს მხრივ, მართვისათვის აუცილებელია მართვის ფუნქციონალის (მიზნის ფუნქციის) შემუშავება; მიზნის ფუნქციის შესადგენად საჭიროა მიზანთა ხის (მიზანთა სისტემის) შერჩევა; მიზანთა სისტემის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ეროვნული იდეოლოგია, რომელზეც არავის უფიქრია?!

    ზემოხსენებულ მიზეზთა გამო საქართველო დიდი ხანია იმყოფება უმართაობის მდგომარეობაში!!!

    თუ დაუყოვნებლივ არ მივაქცევთ ყურადღებას ყოველივე ზემოთქმულს და არ მივიღებთ შესაბამის ზომებს, ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის გაცილებით უკეთესია დიქტატორული მმართველობა, რომელიც მიმართულია ხალხისა და ქვეყნის ყოფის გაუმჯობესებისაკენ (მსოფლიოში ასეთი მმართველობის მაგალითები ბევრია: დავით აღმაშენებლის, ბისმარკის, ფრანკოს, სტალინის, პინოჩეტის,..,), ვიდრე ისეთი "დემოკრატიული უმართაობა", როგორიც დღეს არის საქართველოში.

    5. მართვა-სამართალი: დიდი აურზაურია ატეხილი ქვეყანაში - ხალხი ითხოვს სამართალს და სამართლიანობას. კაცი არ ჩანს, რომელიც იმას დაინახავს, რომ ქვეყნის მართვის პროცესებია მოშლილი და სადაც არ არის მართვა, იქ არ იქნება არც სამართალი და არც სამართლიანობა!

    საქართველოს აქვს არასრულყოფილი მართვის სისტემა: ჰყავს მინისტრები და არა აქვს სამინისტროები; აქვს სამინისტროები (მართვის ორგანოები) და არა აქვს დარგები (სამართავი ობიექტები). არსებობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და არ არსებობს აგრარული დარგი - როგორც სამართავი ობიექტი; არსებობს ეკონომიკის სამინისტრო და არ არსებობს ეკონომიკა, როგორც დარგი (სამართავი ობიექტი.

    ეკონომიკის სამინისტრო დაკავებულია ძირითადი ფონდებისა და ბუნებრივი რესურსების გასხვისებით?!) და ა.შ. არსებობენ სამინისტროები (ლტოლვილთა და განსახლების, ევროსტრუქტურებში გაერთიანების, ტერიტორიული მთლიანობის,...), რომელთა მაგივრად მიზანშეწონილია და საკმარია იყოს კომისიები.

    კიდევ ერთი დეტალია აღსანიშნავი, რომელიც მართვის სპეციალისტისათვის არის თვალში საცემი: სახელმწიფოს მართვის მაღალი იერარქიის ორგანოებს (სამინისტრო, დეპარტამენტი, სამმართველო) მიწერილი აქვთ განმარტებითი ტერმინები (ცნებები), რომლებსაც თვით მართვის ორგანოების დასახელებები მოიცავენ. მაგალითად: ეკონომიკის მდგრადი განვითარების სამინისტრო; მიწის მართვის დეპარტამენტი; ქონების მართვის დეპარტამენტი;... მართვას მართვის ორგანოს დასახელება მოიცავს, ხოლო მდგრადობას - თვით მართვა.

    ყველა, ქვეყანაში არსებული, სამინისტრო, სტრუქტურა მოიცავს ქვესტრუქტურებს ზემოაღნიშნულის მსგავსი კომიკური დასახელებებით?! ეს ყველაფერი იმაზე მიგვითითებს, რომ ხელისუფლებაში არ არიან სისტემური კვლევების სპეციალისტები (სისტემატექნიკოსები), რომლებსაც ხელეწიფებათ დიდი სისტემის მართვის სტრუქტურების ანალიზი და სინთეზი.

    ამ დროს პარლამენტის თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილი შენატრის პარლამენტის შემადგენლობაში მყოფი "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლების კომპეტენციას, რომელთა უმრავლესობას მეორე სასიგნალო სისტემა გამორთული აქვს ცენტრალური ნერვული სისტემიდან და ჩართული აქვს ავტონომიურ რეჟიმში.

    ბატონო დავით, "ნაცმოძრაობას" რომ ელემენტარული წარმოდგენა მაინც ჰქონოდა ქვეყნის მართვაზე, ამ სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანდნენ მას? რომ აცხადებთ, იურისტები გვჭირდებაო, როგორ ვერ ხვდებით, რომ პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს სრულყოფილი დამავალი ქვეყნის მართვის სისტემაზე (რეგულატორზე) და შემდგომ უნდა განახორციელოს კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებებზე, დამავალის შესაბამისად მიღებული სამართავი გადაწყვეტილებების ორგანიზაციის მიზნით; ამას კი იურისტები ვერ შეძლებენ. ყოვლად დაუშვებელია პარლამენტში ბავშვების არჩევა.

    იგი უნდა შედგებოდეს თორმეტი წევრისა და ერთი თავმჯდომარისაგან, რომელთა არჩევისათვის კანდიდატურების შესარჩევად (ისევე როგორც ხელისუფლების სხვა წევრებისათვის) აუცილებელია არსებობდეს წინასწარი შერჩევის ავტომატიზებული სისტემა ცოდნის, გამოცდილების და მორალურ-ზნეობრივი კრიტერიუმების შესაბამისად!!!

    6. ეკონომიკა-ტურიზმი: პრეზიდენტ სააკაშვილის ადრინდელი თითქმის ყველა გამოსვლა ეძღვნებოდა საკითხს - როგორ უნდა ააღორძინოს ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკა ტურიზმის ბაზაზე. საუბედუროდ, პრეზიდენტი ამგვარი ცრუ აზრებით მარტო არ არის. მე დავესწარი ორ სამეცნიერო სხდომას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც იგივეს უმტკიცებდნენ ერთიმეორეს პროფესორები და აკადემიკოსები?! ამ საკითხზე თავს არ შეგაწყენთ, სირცხვილად მიმაჩნია ამაზე ბევრის ლაპარაკი.

    მოგახსენებთ ორ მოვლენას: 1. ტურისტების ხვედრითი რაოდენობა ყველაზე მეტი აქვს შვეიცარიას, რომლის წლიური ერთობლივი პროდუქტია 564 მილიარდი ფრანკი და აქედან ტურიზმის წილი შეადგენს 3,5 მილიარდ ფრანკს; 2.ტურიზმზე და მომსახურების კომპლექსზე გეზის აღებამ და წარმოებისადმი ზურგის შექცევამ მიიყვანა საბერძნეთი დღევანდელ სავალალო მდგომარეობამდე, რასაც თითქმის უკვე იზიარებენ ესპანეთი და პორტუგალია!!!

    7. დემოგრაფია-კოსმოპოლიტიზმი: ჩვენი ქვეყნისა და ერის ერთ-ერთ დიდ უბედურებას წარმოადგენს ბუნებრივი რესურსების გასხვისება უცხოელებზე. სამწუხაროდ, მრავლად არიან სუბინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ - "უცხოელი მიწას ხომ არ მოიკიდებს და წაიღებსო".

    ჯერ ერთი, სწორედ რომ მოიკიდებს და წაიღებს. საქართველოში უკვე ბევრ ადგილზეა მოხსნილი ჰუმუსის ფენა და წაღებული. მეორეც, კიდევ უფრო უარესია, თვითონ რომ ჩამოვლენ, ჩასახლდებიან ამ მიწაზე და გვიუარესებენ დემოგრაფიულ პირობებს. თავი რომ არ შეგაწყინოთ ამ საკითხის გნოსეოლოგიური მხარის განხილვით, მოკლედ მოგიყვანთ პრაქტიკულ მაგალითებს: საბარათიანოს, ნაწილობრივ საორბელიანოს და გარდაბნის დღევანდელი დემოგრაფია განპირობებულია შაჰაბასის მიერ ადარბადაგენელი 100 ოჯახის ჩამოსახლებით დებედას ხეობაში; აფხაზეთის დღევანდელი პრობლემა ძირითადად დაკავშირებულია შერვაშიძის მიერ ყაბარდოელების ჩამოსახლებასთან სოფელ ლიხნში და ღურწკაიას მიერ სომხების ჩამოსახლებასთან გაგრაში; სამაჩაბლოს დღევანდელი მდგომარეობა დაკავშირებულია მაჩაბლის მიერ ოთხი ოსი მეჯოგის ჩამოსახლებასთან ცხინვალის რეგიონში; ჯავახეთის ახლანდელი პრობლემა გამოწვეულია პასკევიჩის მიერ ახალქალაქის მიწების მიყიდვით სომხებისათვის!!!

    ისინი, ვინც კოსმოპოლიტობას იბრალებენ და მიწა-წყლის გასხვისებას ამართლებენ, სინამდვილეში კოსმოპოლიპები არიან! სამყაროში მხოლოდ და მხოლოდ ელემენტარული უყოფადი ნაწილაკების სრულყოფილი გლობალური გაერთიანება ხორციელდება და ისიც მხოლოდ სამყაროს ცენტრში.

    8. ეკონომიკა-ბიუჯეტი: წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, და არამარტო ისინი, ხშირად მიუთითებენ ეკონომიკის აღმავლობისაკენ ბიუჯეტის ზრდით. რაც უნდა გავზარდოთ ბიუჯეტი მიწა-წყლის გასხვისებისა და ბიზნესმენთა ძარცვის ხარჯზე, ეკონომიკას ვერ ავაღორძინებთ!!!

    უამრავი კრიტერიუმის გაუკუღმართებასთან გვაქვს საქმე ჩვენს ქვეყანაში. ასე მაგალითად: საზოგადოების ფართო მასები მოგვიწოდებენ, რომ პრეზიდენტად ავირჩიოთ ახალგაზრდა, ენერგიული. თქვე კაი ადამიანებო, პრეზიდენტს შეშა უნდა აჩეხინოთ? ხელისუფლების მაღალი იერარქიის დონეებზე უნდა შეირჩეს მეტ-ნაკლებად ბრძენები, სიბრძნის დაგროვებას კი ადამიანი იწყებს ორმოცი წლის ასაკიდან!

    და ბოლოს, გავარგძელებ ნაწილობრივ ზემოთქმულს და საქართველოს ხელისუფლების, ვაიპოლიტიკოსების და ვაიპატრიოტების გასაგონად მოკლედ ვიტყვი - ვისაც ჩვენი ერისა და ქვეყნისათვის კარგი უნდა, თავი უნდა დაანებოს რუსეთთან უშნო ბღლარძუნს იმიტომ, რომ:

    1. რუსეთი არის წინამძღოლი სლავებისა - მეექვსე კულტურისა, ძველინდური, ძველსპარსული, ძველეგვიპტური, ძველბერძნულ-რომაული, დასავლეთევროპული კულტურების შემდგომი, მეხუთე რასის იმ შვიდიდან, რომლებმაც სრულად უნდა გაიარონ თავიანთი არსებობა-განვითარების შვიდი პერიოდი: დაბადება, ბავშვობა, ყრმობა, ზრდასრულობა, სიბერე, გარდაცვალება, გარდასახვა (ამჟამად იგი ყრმობის პერიოდშია);

    2. თავისი სახელმწიფოებრივი არსებობის პერიოდში რუსეთს ომი ჯერ არ წაუგია;

    3. ამჟამად რუსეთს აქვს იმდენი და ისეთი საომარი იარაღი, რამდენი და როგორიც მსოფლიოში არავის არც კი დაესიზმრება.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×