სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    წერილი
    28.06.2013

    მირიან ამირანაშვილი

    შპს "მედჯგუფი-საქართველოს" გენერალური დირექტორი

    გაზეთ "რეზონანსის" 19 ივნისის ნომერში დაწერილი სტატიის - "წავკისის, შინდისის, კოჯრისა და ტაბახმელას მოსახლეობა სააკაშვილსა და უგულავას მიწების უკანონო გაყიდვასა და ტყეების გაჩეხვაში ადანაშაულებს" - ვაქვეყნებთ საპასუხო წერილს, სადაც კომპანია "მედგრუპ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მირიან ამირანაშვილი პუნქტობრივად პასუხობს სტატიაში მოყვანილ ყველა შეთითხნილ ბრალდებას.

    მირიან ამირანაშვილი: ინტერვიუს, რომელიც "რეზონანსში" დაიბეჭდა, ახლავს მოსახლეობის მიმართვა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგნელებისადმი, სადაც ისინი ითხოვენ შესწავლილ იქნას ჩვენი კომპანიის საქმიანობა და აღიკვეთოს უკანონობა. მედიის საშუალებებით, ჩვენ არაერთხელ მოგვიყოლია კომპანია "მედგრუპ ჯორჯიას" საქმიანობის შესახებ და მოსახლეობამ კარგად იცის, რომ კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება მსოფლიო დონის გამაჯანსაღებელი კომპლექსი და ამის შესახებ დეტალურ საუბარს აღარ დავიწყებ.

    რაც შეეხება სტატიას, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელსაც მიმართვის ავტორი ადრესატებად ასახელებს, კარგად იციან ჩვენი საქმიანობის შესახებ, მათ იციან პროექტის შინაარსი და კონცეფცია. კონკრეტულად! პრემიერის აპარატის თანამშრომლები და ბიზნესის დამცველი, პირადად იცავდა ჩვენს პროექტს იმ კლანის მოქმედებებისგან, რომელსაც ალექსი ქოროღლიშვილი წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენი ინფორმაციით, პრემიერი საქმის კურსშია ჩვენი საქმიანობის შესახებ და მიესალმება კომპლექსის მშენებლობას. ის, რომ პროექტი კანონიერად მიმდინარეობს, ამას ისიც ადასტურებს, რომ ამ კლანის არაერთი საჩივრის ნიადაგზე, პროკურატურამ და ფინანსურმა პოლიციამ შეისწავლეს საქმის ვითარება და დადგინდა - უკანონობა საინვესტიციო პროექტის განხორციელების არც ერთ პუნქტში არ არსებობს. საქმის გასაცნობად ავტორი ასევე მიმართავს გიგი უგულავას. ტერიტორია, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, თბილისის მერიის საკუთრებაში იყო. ქალაქის ქონების მართვის სააგენტოსთან ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული და, რა თქმა უნდა, მერიც პროექტის შესახებ საქმის კურსშია.

    რაც შეეხება ქალბატონ გარემოს დაცვის მინისტრს, ისიც ასევე ძალიან კარგად იცნობს კომპანიის საქმიანობას, რადგან სწორედ მისმა გამოგზავნილმა სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ ადგილზე შეისწავლა როგორც ტყის მდგომარეობა, ისე პროექტის სხვა საკითხები და მათ ვერანაირი უკანონობა ვერ აღმოაჩინეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ტყის გაჩეხვაზე. სწორედ მათგან მიღებულ ინფორმაციას დაეყრდნო ბიზნესომბუდსმენი, როდესაც ჩვენი დაცვა დაიწყო. ამ შემთხვევაში არა ეკოლოგიურ კატასტროფასთან, არამედ საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მოვლენასთან, როდესაც ბიზნესმენი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტყის კეთილმოწყობის ვალდებულებას იღებს. ტერიტორიაზე განხორციელდა მხოლოდ მოვლითი და სანიტარიული, ასევე გზის ასაშენებლად საჭირო ჭრა. ყველა ეს ქმედება კანონის ფარგლებშია განხორციელებული.

    მიმართვის ადრესატია ასევე ბატონი გიორგი ცაგარეიშვილი, რომლისთვისაც ასევე ცნობილია ჩვენი პროექტის შესახებ. ასე რომ, ყველა ადრესატი და არა მხოლოდ ისინი, იცნობენ პროექტის შინაარს, სამართალდამცავებს შესაწვალილი აქვთ ამ სტატიაში მოყვანილი ყველა შეთითხნილი ბრალდება და არანაირი კანონდარღვევა აღმოჩენილი არ არის.

    რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებებს და ბრალმდებლებს, კანონის ფარგლებში პირდაპირი მიყიდვის წესით მოხდა მიწების შესყიდვა. 1,25 მილიონ ათას ლარად კომპანიამ 22 ჰექტარი მიწა შეისყიდა საინვესტიციო ვალდებულებით, რაც გულისხმობს პროექტში დამატებით 3,6 მილიონი დოლარის დახარჯვის აუცილებლობას და პლუს მიმდებარე სარეკრეაციო ზონის კეთილმოწყობას და გზის მშენებლობას. წერილში ნახსენები შემოღობვა მოხდა მხოლოდ ერთი მიზნით. ტყის კეთილმოწყობისას აუცილებელი გახდა სარეკრეაციო ზონის პირუტყვისგან დაცვა, მაგრამ ეს შემოღობვა პრაქტიკულად აღარ არსებობს, რადგან ამ ჯგუფის ორგანიზებით მოხდა ღობის ვანდალურად დაზიანება. ტყის გაკაფვის ბრალდებაზე უკვე ზემოთ ვუპასუხე, რა თქმა უნდა, არ არსებობს არანაირი შეზღუდვა მოსახლეობისთვის ტყეში გადაადგილებაზე. თუ იქ მოსახლეობის ხელმოწერებია, დარწმუნებული ვარ, ისიც გაყალბებული, რადგან წავკისის მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებული იყო ჩვენს მშენებლობაზე, ხელფასს იღებდნენ კომპანიისგან და გადასარევად იციან, თუ რა შენდება ტერიტორიაზე.

    მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში არცერთხელ არ გვიგრძვნია. წინააღმდეგობას გვიწევს მხოლოდ ერთი ოჯახი, რომელსაც მატერიალური ინტერესი აქვს მიწებთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე მრავალჯერ ვახსენეთ თემურ ფეიქრიშვილი, რომლისაგანაც მომდინარეობს ყველა ეს შეთითხნილი ბრალდება. ეს კლანი ფლობს ასიათასობით კვადრატული მეტრს მიწის ფართობს. რამდენადაც გამოაშკარავდა, ხშირ შემთხვევაში მიწები უკანანოდ აქვთ მიტაცებული და ახლა ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად და ძვირად მოგვყიდონ ჩვენ. იმის გამო, რომ ინვესტორმა მათგან კი არა, სახელმწიფოსგან შეიძინა ტერიტორია საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად, ისინი შანტაჟის ყველა ფორმას მიმართავენ, რათა კიდევ დარჩეთ შანსი მიწების კოლოსალურ ფასად მოყიდვის.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×