სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    21.06.2013

    სიმონ დოლიძე

    თანამედროვე საზოგადოება სასწრაფოდ და აუცილებლად გადასაჭრელი პრობლემის წინაშე დადგა - გასული წლების კლიმატური კაპრიზები იკმარებდა თვალსაჩინოებისთვის: უჩვეულო სიცივე, ჭარბი ნალექები, წყალდიდობები, მეწყერი, ზვავები და ა.შ. მიზეზი - ატმოსფეროში სასათბურე აირების (ნახშირბადის დიოქსიდი - სწ2, აზოტის ოქსიდები - ტწჩ, ფტორის აირადი ნაერთები, მეთანი და სხვა) მაღალი შემცველობა. ჯამურად ამ პროცესს დაერქვა გლობალური დათბობა - ატმოსფეროს მიწისპირა უახლოესი ფენებისა და ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის განუხრელი ზრდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებულია მრავალი არც თუ სასურველი ცვლილებები დედამიწაზე

    - ყინულის დნობა მყინვარებში თუ ოკეანეში, წყლის დონის მომატება, დიდი ფართობის გაუდაბნოება, ნიადაგის ეროზია და ა.შ.

    სამეცნიერო წრეებში ითვლება, რომ გლობალური დათბობის განვითარება დედამიწაზე ხორციელდება შემდეგი მექანიზმებით: მზიდან გამოსული სხივები ეცემა დედამიწის ზედაპირს, ნაწილობრივ შთაინთქმება, დარჩენილი იშლება მდგენელ სხივებად (ინფრაწითელი - თბური ენერგიის ძირითად ნაწილს შეიცავს, ულტრაიისფერი და ა.შ.), აირეკლება, მაგრამ მიწის ზედაპირს ვერ ტოვებს - შთაინთქმება ატმოსფეროს სასათბურე აირით.

    მიღებულია, რომ შთანთქმული ენერგიის (დედამიწაზე დარჩენილი) 60%-ზე მეტი ნახშირბადის დიოქსიდზე მოდის, რაც გვკარნახობს, რომ გლობალური დათბობის გასაკონტროლებლად ნახშირბადის დიოქსიდის კონცენტრაციის შემცირებას ატმოსფეროში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მით უმეტეს, რომ გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის სხვა საშუალება ჯერ ვერ მოინახა. სწ2-ის კონცენტრაცია ატმოსფეროში კი განუხრელად იზრდება და მალე ყველა დასაშვებ ზღვარს გადააჭარბებს, როგორც ამას აშშ-ს საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან.

    სულ უფრო მზარდი მასშტაბით ადამიანის ჩარევამ (წარმოება, ტრანსპორტი, გათბობა და ა.შ.) საბოლოო განაჩენი გამოუტანა ბუნებრივ წონასწორობას.

    ჩვენ მიერ შემოთავაზებულია მარტივი და იაფი ტექნიკური ხერხი - სითხის გამოხდა ვაკუუმში, რომელიც საშუალებას იძლევა მთელ რიგ ტექნოლოგიებში მნიშვნელოვნად შევამციროთ სათბობ-ენერგიის ხარჯი, რაც ამავე დროს გულისხმობს სასათბურე აირების რაოდენობის შემცირებას, პროდუქტის გაიაფებას. ასეთი წარმოების რიცხვი ძალზე დიდია. ასეთებია: ზღვის წყლის გამტკნარება, ნავთობის გადამუშავება, ქიმიური სინთეზი, ფარმაცევტული წარმოება, ალკოჰოლური, გამოშრობა-გახმობის ტექნოლიოგიები და სხვა.

    დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეიმუშავებს სპეცდადგენილებას, ისეთს, როგორიც არის კიოტოს ან რიო დე ჟანეიროს ოქმები და დაავალდებულებს ყველა წევრ სახელმწიფოს შეუერთდეს ამ ღონისძიებებს.

    ჩვენს ქვეყანას, მის სამეცნიერო ძალებს, საშუალება ეძლევათ სათავეში ჩაუდგნენ ამ ნამდვილად საშვილიშვილო საქმეს.

    გლობალური დათბობა განადგურებით ემუქრება პლანეტას და ცივილიზაციას. ისღა დაგვრჩენია, ზემოთნახსენები პროცესების დანერგვა დავაჩქაროთ. ჩვეულებრივ, ასეთი ტიპის მოსამზადებელი სამუშაოები სრულდება ლაბორატორიებში სამეცნიერო გრანტებით. ჩვენი მდგომარეობა განსხვავებულია - მე, ამ საქმის ავტორი და ინიციატორი, ვარ პენსიონერი, არც თუ რკინის ჯანმრთელობის მქონე. აუცილებლად მიმაჩნია შეიქმნას რამოდენიმე კაცისგან შემდგარი სათაო ჯგუფი, რომელიც ააწყობს საპილოტე დანადგარს ყოველი განსხვავებული ტექნოლოგიისათვის, გამოცდის მას, დაადგენს მის ეკონომიურ და ეკოლოგიურ მახასიათებლებს და შემდეგ იზრუნებს ტექნოლოგიის დანერგვაზე ჯერ ჩვენს ქვეყანაში, შემდეგ საზღვარგარეთ და ა.შ.

    რაც შეეხება აპარატურულ გაწყობას, საჭირო იქნება მხოლოდ საწარმოში არსებულის მცირეოდენი შესწორება, ონკანის დამატება, მილის დაგრძელება, ვაკუუმმეტრი, თერმო- მეტრი და სხვა მარტივი დეტალები.

    ანალოგიური წინადადებით მივმართე ბუნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების როგორც ახალ, ასევე ძველ მინისტრს. ორივესგან ერთნაირი პასუხი მივიღე - ჩვენს ბიუჯეტში ახალი სამუშაოებისთვის ფინანსები გათვალისწინებული არ არისო. ახლახან სამინისტროს სრულყოფისა და მოდერნიზაციის მიზნით მიიღეს რამდენიმე ასეული თანამშრომელი რეინჯერის შესაბამისი ხელფასით, შეიარაღებით, აღჭურვილობით. გლობალური დათბობა კი ჯერ ისევ არავის მოჰგონებია. არადა საშიშროება ძალიან რეალურია!

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved