11.08.2024

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს დაეუფლა.

პეტრიაშვილმა ირანელი მეტოქე ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა. მანამდე, ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს 7:0 სძლია.

და­ძა­ბუ­ლი ფი­ნა­ლის შემ­დეგ და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გაიმართა - კვარ­ცხლბეკ­ზე გე­ნოს­თან ერ­თად გი­ორ­გი მეშ­ვილ­დიშ­ვი­ლიც იდგა, რო­მე­ლმაც ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი აიღო.

განსაკუთრებით ემოციური მომენტი კი საქართველოს ჰიმნის დროს იყო, როდესაც ჰიმნს გულზე ხელის დადებით გე­ნოს­თან ერ­თად გი­ორ­გიც აჰ­ყვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×