მარიამ ვეკუა 19.01.2026

ოპოზიციის გაერთიანების ინიციატივას, რომელსაც „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აყენებს, მმართველ გუნდში სკეპტიკურად აფასებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერთიანობის იდეას თავად ოპოზიციონერებიც არ ენდობიან, მაშინ როცა ოპოზიციაში საუბრობენ ერთიანი პლატფორმის შექმნაზე და თანამშრომლობის ახალ ფორმატზე.
თამარ ვეფხვაძე 15.01.2026

საქართველოში, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 250.9 ლარია. 2025 წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 20.4 ლარით მეტია, მაგრამ 2025 წლის ნოემბერთან შედარებით - 4.5 ლარით ნაკლები. ის ფაქტი, რომ წლის ბოლო მჩვენებელმა კლება დაიწყო სულაც არ ემთხვევა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას სასურსათო პროდუქციის სიძვირესთან დაკავშირებით.
მარიამ ვეკუა 16.01.2026

ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში გამოძიება ახალ ფაზაში გადავიდა - დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. დაღუპულის დედამ კი 17 იანვარს დაანონსებული აქცია დროებით გადადო. ამბობს, რომ ბრძოლის სტრატეგიას მას შემდეგ განსაზღვრავს, რაც საქმის მასალებს დეტალურად გაეცნობა.
ნატალია ჯვარიძე 19.01.2026

ვლადიმერ პუტინმა ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს" შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით მოწვევა მიიღო, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „პუტინმა დიპლომატიური არხებით მიიღო მოწვევა „მშვიდობის საბჭოს" შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. ვსწავლობთ ამ წინადადების ყველა დეტალს. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკულ მხარესთან კონტაქტები გვექნება ყველა ნიუანსის გასარკვევად", - აღნიშნა პესკოვმა.
მარიამ ვეკუა 18.01.2026 
რამდენიმე კვირაა რუსეთის მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას ქართველი მესაზღვრეები საქართველოში არ უშვებენ. ამის შესახებ რუსული მედია ღიად წერს და ვარაუდობს, რომ ეს, სხვა გარემოებებთან ერთად, შესაძლოა, ბოლო დროს „დამთბარი" საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მკვეთრად გაუარესების საფუძველი გახდეს.
ნატალია ჯვარიძე 18.01.2026 
"გირჩი - მეტი თავისუფების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ახალი ოპოზიციური ერთობის შექმნას ცდილობს, სადაც ძირითადად ენმ და მისგან გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფები შევლენ. ერთობაში არ განიხილება პარტია „გახარია საქართველოსთის". ჯერჯერობით საუბარია პარტიების მიერ „თანხმობის დოკუმენტის" მიღებაზე და არა გაერთიანებაზე. რამდენად რეალურია ასეთი ერთობა იმ ფონზე, როცა მისი პოტენციური წევრი პარტიებიდან ზოგიერთს ერთმანეთთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს და შექმნის შემთხვევაში რა პერსპექტივა ექნება მას?
მარიამ ვეკუა 17.01.2026 
ბოლო დღეებში ოპოზიციის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა შესაძლო შეწყალებაზე, რაც, მათივე შეფასებით, შესაძლოა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყების საფუძველი გახდეს. ანალიტიკოსთა უმრავლესობა ამას არარეალისტურად მიიჩნევს, რადგანაც ხელისუფლებას ასეთი დიალოგით ამ ეტაპზე დაინტერესებული არ არის.
ნატალია ჯვარიძე 16.01.2026 
ირანში სიტუაცია ნელ-ნელა წყნარდება და ლტოლვილების დიდ ტალღას არ უნდა ველოდეთ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, აცხადებს „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით შედეგი შეიძლება საკმაოდ მტკივნეული იყოს.
ნატალია ჯვარიძე 16.01.2026 
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი, რაზეც ზოგიერთი ოპოზიციონერი ალაპარაკდა, ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ეს „ოცნებას" უბრალოდ არ აწყობს. ამასთან, მიიჩნევს, რომ თუ გაჩნდება რაიმე მნიშვნელოვანი ახალი პოლიტიკური ძალა, ეს მემარცხენე ფლანგზეა უფრო მოსალოდნელი, თუმცა ბევრი ნიჭიერი ადამიანი პოლიტიკაზე უარს ამბობს.
თამთა ჩაჩანიძე 15.01.2026 
ოპოზიციაში საუბრობენ იმაზე, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასხდნენ არა მხოლოდ ერთმანეთის პირისპირ, არამედ უკვე „ქართულ ოცნებასთანაც", რადგან მოვლენები „ირანის სცენარით არ უნდა განმეორდეს". ანალიტიკოსებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყების ნაკლებად სჯერათ, პრობლემას ხედავენ თავად ოპოზიციურ ფლანგზეც.
მარიამ ვეკუა 15.01.2026 
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვირის გახმაურებულ პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს, მათ შორის აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკას, „ქართული ოცნების" საჩივარს ბიბისის წინააღმდეგ და მიმდინარე რეგიონული გამოწვევების ფონზე საქართველოს პოლიტიკურ კურსზე საუბრობს.
თამარ ვეფხვაძე 14.01.2026 
საზოგადოება სულმოუთქმელად ელის, რა შედეგი მოჰყვება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სურსათის მაღალ ფასებთან დაკავშირებით. მით უფრო ახლა, როდესაც სამთავრობო კომისია უკვე შეიქმნა, თუმცა ხალხს ისიც აინტერესებს, კონკრეტულად რომელი უწყების ბრალეულობა თუ უგლგრილობა გამოიკვეთება. ამ ინტერესს ისიც ამძაფრებს, რომ კომისიაში, რომელიც ირაკლი კობახიძის ინიციატივით შეიქმნა, სხვა უწყებებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც მონაწილეობს. ეკონომიკისტების განცხადებით, პრობლემა წლებია "მძვინვარებს" და ერთმანეთთან შეთანხმებით, ხალხის ხარჯზე ყველა ხელს ითბობს .
ირმა ჩიტაია 13.01.2026 
ირანში შექმნილი ვითარება გარკვეულ გავლენას საქრთველოს ეკონომიკაზეც მოახდენს. მართალია, კრიზისს ვერ გამოიწვევს, თუმცა ქვეყანას რიგი მიმართულებით ალტერნატიული ბაზრის მოძიება მოუწევს. როგორც ცნობილია, ირან-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ აგროპროდუქტები სხვა ქვეყნებიდან შემოვა, ნაწილი კი, აქცენტს ადგილობრივი მეურნეობის განვითარებაზე აკეთებს.
თამარ ვეფხვაძე 13.01.2026 
2025 წლის განმავლობაში საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი სალდო- 43.5% დაფიქსირდა. მართალია, მთლიანობაში, საგარეო ვაჭრობისბრუნვაც გაიზარდა, შესაბამისად, ექსპორტიც და იმპორტიც, თუმცაუარყოფითი სალდოც საგრძნობლად დიდია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანასაკმაოდ მცირე რაოდენობის პროდუქციას აწარმოებს. ეკონომიკისექსპერტების აზრით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანას არაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში,ძლიერი მცირე და საშუალო ბიზნესი გვექნებოდა, რაც ამ პრობლემასაუცილებლად გადაჭრიდა.
ირმა ჩიტაია 12.01.2026 
ზამთრის კურორტები დატვირთვას ვერ უძლებენ, მიზეზი არახელსაყრეელი ინფრასტრუქტურაა. ამ მხრივ პრობლემებია ბაკურიანში, გუდაურში და სხვაგანაც. ძირითადი მიზეზი ისაა, რომ თითქმის ყველგან, იმაზე მეტი დამსვენებელია, ვიდრე კურორტს ამის რესურსი გააჩნია. ამიტომაც, ჰოტელიერები აცხადებენ, რომ გასააქტიურებელია მუშაობა, რათა კურორტებმა დამსვენებლების უპრობლემოდ მიღება შეძლონ.
ნატალია ჯვარიძე 15.01.2026 
მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაზე დაკავებული „სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გივი წულეისკირი შიმშილობის დაწყებას აანონსებს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ხალხისთვის თანხის დაბრუნებაში ხელს მთავრობა უშლის. ამასთან, 15 იანვარს იტალიის პოლიციამ ამავე საქმეზე ძებნილი გიორგი მურუსიძეც დააკავა. ამ ეტაპზე საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
მარიამ ვეკუა 19.01.2026 
ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ახალი კრიზისის ზღვარზეა -დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის „შესყიდვაზე" უარის საპასუხოდ დაწესებული ტარიფების მუქარას ევროპიდან მკაცრი პასუხი მოჰყვა. დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი აცხადებს, რომ „ევროპა შანტაჟის ქვეშ არ მოექცევა", მაშინ როცა ვაშინგტონი რვა მოკავშირე ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის ამოქმედებას აანონსებს.
ნატალია ჯვარიძე 18.01.2026 
გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-სა და ევროპის დაპირისპირება ბოლო დღეებში კიდევ უფრო გამწვავდა. ევროპული ქვეყნები გრენლანდიაში სიმბოლურად აგზავნიან თავის სამხედრო კონტიგენტს და დანიის კუთვნილ ამ კუნძულზე აშშ-ის შესაძლო სამხდრო ინტერვენციის დამანგრეველ შედეგებზე საუბრობენ. ამის საპასუხოდ აშშ-მა ამ ქვეყნებს 10-%-ანი ტარიფები დაუწესა. ეს ყველაფერი კი ხდება დავოსის ფორუმის წინ, რომელსაც დასავლურმა მედიამ უკვე უწოდა „ძველი მსოფლიო წესრიგის შენარჩუნების ბოლო შანსი". |
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|