თამთა ჩაჩანიძე 03.03.2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით აშშ-შია. როგორც "ოცნების" დეპუტატები ამბობენ, დაგეგმილია შეხვედრები, როგორც კონგრესში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლის მიზანია არა მხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა და სტრატეგული პარტნიორობის აღდგენა, არამედ „უფრო მეტი, ვიდრე აქამდე იყო".
მარიამ ვეკუა 03.03.2026

ოპოზიციური ალიანსის ირგვლივ პოლემიკა გრძელდება- გაერთიანების მიღმა დარჩენილი პოლიტიკოსები მას „ნაციონალური მოძრაობის" რებრენდინგად აფასებენ და ამტკიცებენ, რომ „ახალი არაფერია", ხოლო „ოცნებაში" უკვე წინასწარმეტყველებენ, რომ ახალი ერთობა ისევე დაიშლება, როგორც შეიქმნა.
თამარ ვეფხვაძე 03.03.2026

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საცალო ფასზე უმეტესად მოქმედებს „ქეშბექი“, რომელსაც დისტრიბუტორი მიწოდებული პროდუქციის ფასიდან იხდის. ახლა ჯერი საპარლამენტო და სამთავრობო კომისიაზე, საბოლოოდ კი პრემიერის გადაწყვეტილებაზეა, რათა პროდუქტებზე უსაშველოდ გაზრდილი ფასები დარეგულირდეს. რა მექანიზმს გამოიყენებს ხელისუფლება? სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წინ გველის გარკვეული სახის საკანონმდებლო ცვლილებები.
მარიამ ვეკუა 03.03.2026

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ ნატანზის ბირთვული ობიექტის დაზიანების დადასტურებამ ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის ახალი ფაზის შიში გაამძაფრა -პარალელურად მოსკოვი აქცენტს ბუშერის ატომური სადგურის უსაფრთხოებაზე აკეთებს , თეირანი ევროპას „ომის აქტით" ემუქრება, ხოლო ვაშინგტონი ოპერაციის გაგრძელებაზე საუბრობს.
თამთა ჩაჩანიძე 03.03.2026 
ირანსა და აშშ-ისრეალს შორის სამხედრო კონფლიქტი სულ უფრო მწვავდება და შეიძლება ხანგრძლივი, ქრონიკული ხასიათი მიიღოს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამერიკა ამ სცენარისტვის მზადაა და ძლიერი დარტყმები ჯერ წინაა. ამ ფონზე ირანი შიშმა და პანიკამ მოიცვა, ხალხი თეირანიდან და დიდი ქალაქებიდან გადის.
ნატალია ჯვარიძე 03.03.2026 
პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ქვეყანაში მიმდინარე შიდა ამბების განხილვისას აცხადებს, რომ ოპოზიციამ გაერთიანებაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან სხვანაირად „ქართულ ოცნებას" ვერ დაამარცხებენ. არც იმას გამორიცხავს, ამ კოალიციას დანარჩენი ოპოზიციაც შეუერთდეს. ამბობს, რომ მთავრობის ანტიევროპული რიტორიკა მათ კიდევ ბევრ სიურპრიზს მოუმზადებს.
თამთა ჩაჩანიძე 02.03.2026 
"ქართულ ოცნებას" ახალმიღებულ "საარჩევნო კოდექსში" დამატებით შეაქვს ცვლილებები, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებს ეხება და რომლის მიხედვითაც კოდექსში ჩაიწერება, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს.
მარიამ ვეკუა 02.03.2026 
ოპოზიციურ ფლანგზე ერთობის მორიგი მცდელობა კულმინაციას უახლოვდება- პარტიებმა დღეს გაერთიანებაზე იმსჯელეს და საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესსზე შეთანხმდნენ, თუმცა პარალელურად იკვეთება განსხვავებული სტრატეგიები და „წითელი ხაზები", რაც აჩენს კითხვას: ჩამოყალიბდება თუ არა რეალური ალტერნატივა „ქართული ოცნების" წინააღმდეგ, თუ ეს არის მორიგი გაერთიანება, ბევრჯერ ნანახი ფინალით
მარიამ ვეკუა 02.03.2026 
ახლო აღმოსავლეთში გამწვავებულმა ვითარებამ საქართველოს შიდა პოლიტიკურ დისკუსიას ახალი ტემპი შესძინა - მმართველი გუნდი რეგიონში მშვიდობის აუცილებლობაზე საუბრობს და პარტნიორებს სოლიდარობას უცხადებს, მაშინ როცა ოპოზიცია ხელისუფლებას საგარეო კურსის „არასწორ არჩევანში" ადანაშაულებს და რისკებზე მიუთითებს.
თამთა ჩაჩანიძე 02.03.2026 
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ოთხკვირიან ომს პროგნოზირებს, მან ირანის უსაფრთხოების ძალებს მოუწოდა, რომ "ან დანებდნენ, ან სიკვდილი ელით". თავის მხრივ თეირანმა აშშ-სა და ისრაელს 50-მდე ირანელი ლიდერის მკვლელობის გამო ჯიჰადი გამოუცხადა. რას მოუტანს მსოფლიოს და რეგიონს ოთხკვირიანი ომი და მოხდება თუ არა მისი ინტერნაციონალიზაცია?
მარიამ ვეკუა 01.03.2026 
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც შეხვედრებს კონგრესსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს. ამ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე კი კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოს საკითხზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა.
ირმა ჩიტაია 02.03.2026 
ახლო აღმოსავლეთში განვითარებული დაძაბული მდგომარეობის ფონზე, მსოფლიოში ბარელი ნავთობის ფასი ცოტათი გაიზარდა, თუმცა მკვეთრი ნახტომი არ შეინიშნება. არის პროგნოზები, რომ თუ მდგომარეობა გართულდება შესაძლოა, რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარამდე გაიზარდოს. შექმნილი ვითარების ფონზე ოპეკის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების გაზრდაზე შეთანხმდნენ. ქართველი სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ვითარება არ გართულდება და პირიქით, სტაბილიზაციისკენ წავა.
ქეთო გოგოხია 02.03.2026 
კომპანიებმა უცხოელი დასაქმებულების სამსახურიდან გაშვების პროცესი დაიწყეს. ამის ვალდებულება მათ კანონით აქვთ. 1-ლი მარტიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, მთავრობა ადგენს წლიურ კვოტებს იმ პროფესიებზე, რომლებიც არ მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას. კვოტა დაწესდა საკურიერო საქმიანობაზე; მგზავრთა გადაყვანასა და ტურისტული გიდის მომსახურებაზე. როგორც დამსაქმებელთა ასოციაციაში აცხადებენ, არარეგისტრირებული უცხოელები რამდენიმე კომპანიამ უკვე გაათავისუფლა, თუმცა მათი რაოდენობა ჯერჯერობით არ კონკრეტდება. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ტენდენცია უფრო 1-2 თვეში გამოიკვეთება და ცნობილი გახდება, რამდენმა უცხოელს ეთქვა უარი საქართველოში მუშაობაზე.
ქეთო გოგოხია 02.03.2026 
ირანისა და აშშ-ისრაელის კონფლიქტი საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედებს. ჰორმუზის სრუტის დაკეტვა ყველაზე მეტად ნავთობის და ოქროს ფასებზე აისახება. ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე კონფლიქტის გაფართოება და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის ხანგრძლივი შეფერხება საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვებს უდიდეს ფინანსურ დარტყმას მიაყენებს. ამავე დროს, შუა დერეფნის როლი კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც საქართველოსთვის დამატებითი შესაძლებლობაა. გააჩნია, ამ შანსს ქვეყანა რამდენად გამოიყენებს.
რეზონანსი 02.03.2026 
აფბა აგრძელებს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დავის საზოგადოებრივი მონიტორინგის საგამოძიებო მასალების გამოქვეყნებას. დავა, რომელიც საქართველოში მოქმედ 2 სუბიექტს შეეხებოდა ლამის საერთაშორისო სკანდალის საფუძველი გახდა.
თამარ ვეფხვაძე 26.02.2026 
ზუსტად ერთი კვირაა, საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს, რა იყო ყოფილი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) დაბარების რეალური მიზეზი. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ მიზეზი „სოკართან“ გაფორმებული ერთ-ერთი ხელშეკრულებაა, რომლის ვადაც 2026 წელს იწურება. მეორე ნაწილის ვარაუდით, სრულიად შესაძლებელია, ეს მსხვილი ნავთობკომპანია „გაზპრომიც“ კი იყოს... „რეზონანსის“ კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, დავითაშვილისა და ჩიქოვანის სუს-ში დაბარების მიზეზი „სოკარსა“ და ყულევის ნავთობტერმინალს შორის არსებულ გაუგებრობას უკავშირდება.
ნატალია ჯვარიძე 03.03.2026 
მას შემდეგ, რაც ისრაელმა და ამერიკამ ირანი დაბომბეს, თბილისში ირანის მოქალაქეების ნაწილი გამოვიდა და ომის დაწყებას ზეიმობდა. მათ ქართველი ოპოზიციონერებიც შეუერთდნენ და ეს ყველაფერი დიდი ცეკვა-თამაშით დასრულდა.
ნატალია ჯვარიძე 02.03.2026 
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ქუვეითმა F-15E ტიპის სამი ამერიკული ავიამოიერიშე შეცდომით ჩამოაგდო. მათივე ინფორმაციით, ეკიპაჟის ექვსივე წევრი კატაპულტირდა და სტაბილურ მდგომარეობაში არიან.
„სამი ამერიკული F-15E Strike Eagles, რომლებიც ოპერაცია „ეპიკური მრისხანების" მხარდასაჭერად დაფრინავდნენ, ქუვეითის თავზე ჩამოვარდა, სავარაუდოდ, მეგობრული ცეცხლისგან გამოწვეული ინციდენტის გამო.
ნატალია ჯვარიძე 02.03.2026 
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულ სიტუაციაზე დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს „განურჩეველს და არაპროპორციულს" უწოდებენ. |
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|