თამთა ჩაჩანიძე 08.01.2026

ამერიკელი სამხედროების მიერ დაკავებული რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერ „მარინერას" ეკიპაჟის 28 წევრიდან 6 საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის გემის კაპიტანიც - რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ეს ცნობა საქართველოს ხელისუფლებისათვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა. ამასთან, დაკავებულების ვინაობისა და მოქალაქეობის შესახებ ამერიკულ მხარეს რაიმე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ნატალია ჯვარიძე 08.01.2026

საქართველოს მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისათვის ქვეყნებისთვის დაწესებული ოფიციალური კრიტერიუმების გარდა, ევროკავშირი იგონებს ახალ კრიტერიუმებს, დავალებებს და რეკომენდაციებს, რომელთა საბოლოო მიზანიც კონკრეტულ ქვეყნებზე კონტროლის დამყარებაა. ამის პარალელურად ხელისუფლება აცხადებს, რომ 2028 წელს ქვეყანა მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის, ხოლო მანამდე თავისი ინიციატივით არ მოითხოვს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნას.
ირმა ჩიტაია 08.01.2026

ინფლაცია ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. პროგნოზი საგანგაშო არ არის მაგრამ, ეკონომისტები ერთი ნაწილი ეროვნული ბანკის ოპტიმიზმს ეჭვის თვალით უყურებს, სხვები ფიქრობენ, რომ ამჟამინდელი პროგნოზი რეალურია და სავსებით შესაძლებელია ინფლაციამ კლება განაგრძოს და წლიური მაჩვენებელი ნავარაუდევ 3,5%-საც ჩამოსცდეს.
თამთა ჩაჩანიძე 08.01.2026 
აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის ვენეციის კომისიიას ტოვებს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ეს ორგანიზაციები „ანტიამერიკული, უსარგებლო და მფლანგველურია". გარდა ამისა, მათივე ონფორმაციით, განხილვა გრძელდება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც.
თამთა ჩაჩანიძე 07.01.2026 
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე, ვენესუელაში სპეცოპერაცია, აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკა, აქციებზე დაკავებულთა შეწყალება - ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარემ 7 იანვარს ჟურნალისტებთან ისაუბრა, მისი შეფასებით, სამყაროში გამოფხიზლების პროცესი მიდის, რაც უპირველეს ყოვლისა აშშ-ს ახალმა პოლიტიკამ უზრუნველყო.
თამთა ჩაჩანიძე 07.01.2026 
2026 წლის დასაწყისის მნიშვნელოვანი მოვლენა - ვენესუელის ოპერაცია კვლავ გლობალური განხილვის საგანია, სადაც მთავარი კითხვაა - რომელი ქვეყანა შეიძლება იქცეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მორიგი სამიზნე?
ნატალია ჯვარიძე 31.12.2025 
2025 წლის დასრულებასთან ერთად, ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს აფასებენ, რამდენიმე მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ ფაქტს გამოყოფენ და ყურადღებას შიდა და გარე გამოწვევებზე ამახვილებენ. მათი აზრით, 2025-ში შესაძლოა გარდამტეხი არაფერი მომხდარა, თუმცა საინტერესო პოლიტიკური წელი ნამდვილად იყო.
ნატალია ჯვარიძე 30.12.2025 
რუსები ამტკიცებენ, რომ 28 დეკემბერს, პრაქტიკულად აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა დასრულებისთანავე, უკრაინელებმა ნოვგოროდში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმა სცადეს. რუსი ოფიციალური პირებიც განცხადებით, ამ ინციდენტის გამო გადაიხედება და შეიცვლება რუსეთის პოზიციები სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ასევე, საპასუხო დარტყმისთვის ემზადებიან.
რეზონანსი 30.12.2025 
ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ჩინეთის თაივანის რეგიონს 11 105 მილიარდი დოლარის ღირებულების მოწინავე იარაღს მიჰყიდის და „გააგრძელებს (ჩინეთის) თაივანის (რეგიონის) დახმარებას საკმარისი თავდაცვის შესაძლებლობების შენარჩუნებაში, ძლიერი შემაკავებელი ძალის სწრაფად განვითარებაში და ასიმეტრიული ომის უპირატესობების გამოყენებაში, რითაც შეინარჩუნებს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას“. ჩინეთი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება, უკვე მიიღო და მომავალშიც გააგრძელებს გადამწყვეტი საპასუხო ზომების მიღებას ერთი ჩინეთის პრინციპის, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
თამარ ვეფხვაძე 08.01.2026 
საქართველოს გავლით აზერბაიჯანი თურქეთს 33 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის. ინფორმაცია, რომელიც 3 დღის წინ გავრცელდა, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინსიტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა დაადასტურა. მხარეებმა ხელშეკრულება უკვე გააფორმეს, რომელიც ძალაში 2029 წელს შევა და 2040 წლამდე გაგრძელდება. ენერგეტიკოსების პროგნოზით, ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო მომგებიან მდგომარეობაშია, რადგან აზერბაიჯანი თურქეთს სამხრეთ კავკასიური გაზსადენის, ანუ ბაქო-თბილისი-ერზერუმის საშუალებით მიაწვდის. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას ტრანზიტის მოცულობა - 5% დარჩება. 33 მილიარდი კუბური მეტრი გაზის 5% კი 1,6 მლრდ კუბურ მეტრზე მეტია, რაც უდავოდ წაადგება ქვეყნის ენერგეტიკას.
ქეთო გოგოხია 07.01.2026 
ლარის სტაბილურობას არც 2025 წელს ემუქრება საფრთხე. ფინანსისტები დადებითი ტენდენციის გაგრძელებას პროგნოზირებენ. მოლოდინია, რომ საშუალოვადიან პერიოდში კურსმა შეიძლება 2,65-2,67-ის ფარგლებში იტრიალოს. მათ პოზიციას ამყარებს ის გარემოებაც, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში მატულობს, რის პარალელურად ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებას განაგრძობს.
თამარ ვეფხვაძე 07.01.2026 
სასურსათო პროდუქტების ფასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭო უკვე შეიქმნა, რომელსაც უშუალოდ პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ეკონომისტები საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ფრთხილი ოპტიმიზმით ხვდებიან - ისინი პრემიერის ინიციატივას მიესალმებიან და პროდუქტების გაიაფებას გაზაფხულიდან ელიან. ზუსტი ციფრის დასახელება, რამდენი პროცენტით გაიაფდება სურსათი, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სხვადასხვა პროდუქტი, საწყის ეტაპზე, 15-დან 20%-მდე უნდა გაიაფდეს.
ირმა ჩიტაია 29.12.2025 
ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით ვითარება მოულოდნელად შეიცვალა და ტარიფი უცვლელად შენარჩუნდა. მორიგი მსჯელობა დენის გადასახადთან დაკავშირებით 3 თვის შემდეგ შედგება, უმცა ნაკლებად სავარაუდოა, თუნდაც 100 დღის შემდეგ ვინმემ ტარიფის გაძვირება იკისროს. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მისი ღირებულება ერთი წლის განმავლობაში უცვლელი დარჩება.
ქეთო გოგოხია 29.12.2025 
სურსათის ფასების პარალელურად, მთავრობა, სავარაუდოდ, მედიკამენტების ფასების კონტოლსაც დაიწყებს. მართალია, ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ფასების კლების ტენდენციაზე საუბრობენ, თუმცა მომხმარებლებს საპირისპირო მოსაზრება აქვთ, რასაც სპეციალისტებიც იზიარებენ და აცხადებენ, რომ თითქმის არც ერთი მოთხოვნადი მედიკამენტი არ გაიაფებულა. ამიტომ მკაცრი კონტროლი აუცილებელია, თუმცა მანამდე მნიშვნელოვანია ბაზრის კვლევის ჩატარება, რაც რეალურ სურათს შექმნის.
თამთა ჩაჩანიძე 19.12.2025 
„ქართული ოცნება" „ალტ-ინფოს" და ოპოზიციურ ჯგუფებს უპირისპირდება და „იგლ ჰილსის" წინააღმდეგ კამპანიას ეკონომიკურ დივერსიას უწოდებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ აღნიშნული ჯგუფები სიცრუეს და დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ მათ შორის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ყალბი ვიდეოებით, რაც არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
ნატალია ჯვარიძე 08.01.2026 
აშშ-ის მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავებამ და ქვეყნიდან გაყვანამ ახალ სპეკულაციებს დაუდო სათავე, რომ აშშ და რუსეთი უკრაინის ვენესუელაში „გაცვლაზე" შეთანხმდნენ. ვაშინგტონში ადასტურებენ, რომ სგავსი გარიგების მიღწევას კრემლი ჯერ კიდევ 7 წლის წინ ცდილობდა და უარი მიიღო. რა ხდება ახლა, რამდენად დამაჯერებელია საუბრები აშშ-რუსეთის ფარულ შეთანხმებაზე და შეიძლება თუ არა ასეთი გარიგების ნაწილი საქართველოც იყოს?
ნატალია ჯვარიძე 07.01.2026 
რუსეთმა საზღვაო ხომალდები გააგზავნა თავისი ნავთობტანკერის ესკორტისთვის, რომელსაც ატლანტის ოკეანეში აშშ-ის ძალები მიჰყვებიან. მედიის ინფორმაციით, გემი, რომელსაც ვენესუელური ნედლი ნავთობი გადაჰქონდა, ამ დროისთვის ისლანდიასა და ბრიტანეთის კუნძულებს შორის იმყოფება. |
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|