რეზონანსი
31.08.2026

ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მე სრულად პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ დატოვა მამუკა მდინარაძემ თანამდებობა და ხომ არ იყო ამის მიზეზი ბოლო დროს ციხიდან ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილები.

„მან [მამუკა მდინარაძემ] თავად ისაუბრა მიზეზებზე, რატომაც მიიღო გადაწყვეტილება. თავად გამორიცხა სხვა ინსინუაციები, რაც შეიძლება მის გადაწყვეტილებას მოჰყოლოდა. მგონი ძალიან ღია და გულწრფელი ბრიფინგი ჰქონდა, რომელზეც, ვინც იქ იყო, ყველა ჟურნალისტს ჰქონდა შესაძლებლობა, მისგან პირადად მიეღო მისი გადაწყვეტილების ახსნა. ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მე სრულად პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. ადამიანებს აქვთ უფლება საკუთარი პოლიტიკური, თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ. არასდროს იქნებოდა ადრე, ან გვიან. გადაწყვეტილებები მიიღება მაშინ, როდესაც მიიღება. ამის შესაბამისი დრო და ამინდი არ არსებობს. ადამიანი გადაწყვეტილებას მაშინ იღებს, როდესაც ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება მასში მომწიფებულია და ამიტომ გარედან ამას ვერავინ შეამჩნევს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლოს ვიცე-პრემიერისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, გასულ კვირას მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას და პოლიტიკას ტოვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×