რეზონანსი
31.08.2026

ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­სა­კი­რალ­ში, 2 დღის წინ, 60 წლის მარ­გო ზო­ი­ძე, სა­კუ­თარ სახ­ლში სას­ტი­კად მოკ­ლეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა ფუ­ლის გამო მოხ­და.

რო­გორც მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გა­მო­ცე­მა "ბა­თუ­მე­ლებს" უყ­ვე­ბა, მარ­გო ზო­ი­ძეს ძარ­ცვამ­დე ტე­ლე­ფონ­ზე და­რეკ­ვა უც­დია.

"მე­ზობ­ლებ­თან უთ­ქვამს 5 ათას ლა­რამ­დე მაქვს შეგ­რო­ვი­ლი ჯამ­შიო. მისი მე­უღ­ლე მთე­ლი ზა­ფხუ­ლი გო­მისმთა­ზე მუ­შა­ობ­და, მკვლე­ლო­ბის ღა­მეს ქალი სახ­ლში მარ­ტო იყო.

28 აგ­ვის­ტოს, გვი­ან ღამე, ფან­ჯრი­დან შე­ვიდ­ნენ თურ­მე ყა­ჩა­ღე­ბი. გა­უ­გია მარ­გოს, რო­გორ ცდი­ლობ­დნენ მე­ტა­ლოპ­ლასტმა­სის ფან­ჯრის შემტვრე­ვას, ასე უცებ ხომ ვერ შე­ამ­ტვრევ­დნენ და ტე­ლე­ფონ­ზე და­რეკ­ვა უც­დია. ზა­რის ჩამ­წე­რი ჰქო­ნია ტე­ლე­ფონ­ზე და მთე­ლი მკვლე­ლო­ბა ჩა­წე­რი­ლია. სამ­ნი ყო­ფი­ლან. მარ­გო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და თურ­მე. ეუბ­ნე­ბო­და არ მაქვს ფული, არა­ფერს მოგ­ცემ­თო. ერთი მარ­გოს იჭერ­და, ორი სახ­ლში ფულს ეძებ­და. მარ­გოს უბ­რძო­ლია – ვინც იჭერ­და იმის­თვის სახე ჩა­მო­უ­კაწ­რავს, ნი­ღა­ბი ჩა­მო­უძ­ვრია და უთ­ქვია "გი­ცა­ნი, გი­ცა­ნი ვინც ხარ, წა­დით აქე­დან არ მაქვს ფუ­ლიო". სა­ხე­ლებ­საც ამ­ბობს თურ­მე ჩა­ნა­წერ­ში.

და­ნით და­ჩე­ხეს. 60 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და ქალს.

ოზურ­გეთ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ მი­უყ­ვა­ნი­ათ, მარ­გოს ხელ­ში ერთ-ერთი მკვლე­ლის თმა ჰქო­ნია შერ­ჩე­ნი­ლი. ექიმს უთ­ქვამს – "ჩემს პრაქ­ტი­კა­ში რა არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ასე­თი სას­ტი­კი არა­ფე­რიო". მუც­ლის ზე­მოთ მთე­ლი სხე­უ­ლი და­ჩე­ხი­ლი ჰქონ­და თურ­მე მარ­გოს.

მე­ზობ­ლებს იმ ღა­მეს გა­უ­გი­ათ ხმა­უ­რი. კარ­თა­ნაც მი­სუ­ლან – მარ­გო, მარ­გოო ეძახ­დნენ, მაგ­რამ ხმა არ გა­უ­ცია. მე­ო­რე დღეს იპო­ვეს უკვე გარ­დაც­ვლი­ლი და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს", - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

წყარო: "ბათუმელები"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×