რეზონანსი
26.08.2026

ჰორმუზის სრუტე დახურული დარჩება იქამდე, ვიდრე აშშ ჩვენს პირობებს არ მიიღებს, - ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პრესსპიკერმა, ჰოსეინ მოჰებიმ განაცხადა.

მისივე მტკიცებით, ჰორმუზის სრუტე „ირანის კონტროლის ქვეშ არის".

ამასთან, ჰოსეინ მოჰებიმ აღნიშნა, რომ „სპარსეთის ყურეში მტრის სამხედრო გემები არ იმყოფებიან".

„თუ აშშ დაბრკოლებების შექმნას დაასრულებს და მემორანდუმის პირობებს დაუბრუნდება, მაშინ ჩვენ შეთანხმების ფარგლებში ჰორმუზის სრუტის გახსნას შევძლებთ", - აღნიშნა მოჰებიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×