
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილებს ეხმაურება და ამბობს, რომ ორგზის პრემიერმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა "ღიად თქვა, რომ რეალურად ამ ქვეყანაში სასამართლო არის მთლიანად მართული პარტიის მიერ".
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილისგან "არაფერ პოლიტიკურს და არსებითს" არ ელის.
"ღარიბაშვილის ნაირი ფიგურებისგან არ ველი არაფერ პოლიტიკურს და არსებით, ღარიბაშვილი არის ბრიყვი, რა ბრიყვიც იყო, როგორი ნულიც იყო პოლიტიკურად, ინტელექტუალურად, მორალურად, ისეთივე დარჩა.
ჩვენ ვხედავთ მათ განცხადებებს: მადლობა ბატონო ბიძინა; მე მაინც არაფერს არ გავაკეთებ, რომ ქვეყნის მტრები გავახარო - აი ეს მავნებლური რიტორიკა ახლაც ვერ მოიშორა, ეს კრეტინული, ბრიყვული, სულელური რიტორიკა, ახლაც კი 15 წელს რომ უმატებენ, ახლაც კი ამეებს ბოდიალობს, ასეთი კაცია, მას არ აქვს შინაგანი ძალა და უნარი, რომ რამე სხვა ერქვას, ამიტომ მე მისგან დიდი მოლოდინი არ მაქვს.
ორგზის პრემიერ-მინისტრმა და ყოფილმა შს მინისტრმა ღიად თქვა, რომ რეალურად ამ ქვეყანაში სასამართლო არის მთლიანად მართული პარტიის მიერ. მან თქვა, რომ იცის, როგორ იმართება პოლიტიკურად სისტემა იმიტომ, რომ თვითონ მართავდა..." - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.