რეზონანსი
25.08.2026

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის ერთადერთი გამოსავალი მხილებაა და ამ გზით "რეჟიმის შესუსტება". 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დაკავებული ექს-პრემიერი "იქცევა არა მსხვერპლივით, არამედ მონასავით". 

ღარიბაშვილის გადასაწყვეტია როგორ მოიქცევა და რანაირად, მაგრამ ის, რომ მხილება არის მისი ერთადერთი გამოსავალი, ამ გზით რეჟიმის შესუსტება და ისტორიის სანაგვეზე გაშვება არის მისთვის სამართლიანი მოპყრობის წესების ერთადერთი წინაპირობა და შესაძლებლობა, ეს მან უნდა გააცნობიეროს... ის ახლა მსხვერპლივით კი არ იქცევა, ის იქცევა მონასავით, ძაან დიდი ბოდიში ამისთვის. 

ის , რასაც ახლა [ღარიბაშვილი] აკეთებს, ის არ არის წინააღმდეგობას რომ წევს ისეთი მსხვერპლის წერილი, რომელზეც ძალადობენ და ის წინააღმდეგობას წევს. დღევანდელი წერილი განსხვავებულია, კი ბატონო, მაგრამ არავინ არ იცის ხვალ ამას რა მოჰყვება. [...]

იმ საქმეზე, რასაც ედავებიან, მან ხომ იცის რაც მოხდა, რა საქმეებსაც ედავებიან, რითია იცით გამორჩეული ეს საქმეები - ბიძინა ივანიშვილის კვალი არ არის იმ საქმეებში. აი თუ შეხედავთ ბიძინა ივანიშვილამდე არ მიდის ფული, ქმედებები, დავალებები და ა.შ.. მან ხომ იცის უკეთესად, რომ 100-დან ერთ შემთხვევაში შეიძლება თვითონ რამეს აკეთებდა, მაგრამ 99 შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებდა, იმ 99 შემთხვევაზე ილაპარაკოს, ნუ ილაპარაკებს იმ ერთზე, რომელზეც უკვე მიუსაჯეს. მან არ იცის "გარეჯი საქართველოა" როგორ იგეგმებოდა?..." - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ნიკა გვარამიამ აღნიშნა - "ხორცშესხმული ქოციზმი ყველაზე ხორცშესხმულად თუ ვინმეში გამოვლენილა, ეს ღარიბაშვილია, ნამდვილი ქოცია, ბიძინამდელი ქოცია". 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×