რეზონანსი
25.08.2026

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალ ნაწილზე მოცურდა და ფერდობს შეეჯახა. სატრანსპორტო საშუალებაში ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, როგორც “გურია ნიუსისთვის” ცნობილია, სამედიცინო დახმარება დროულად გაეწია და ექიმების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გურია ნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×