რეზონანსი
24.08.2026

 "დღეს ჩვე­ნი იმე­დი გა­დის უკ­რა­ი­ნის ბრძო­ლა­ზე, ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვე­ნი სო­ლი­და­რო­ბა უკ­რა­ი­ნის მი­მართ", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩოს­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვე­ბი მას უკვე გა­მარ­ჯვე­ბულს ხდის რუ­სეთ­თან ბრძო­ლა­ში.

"ერთი და იგი­ვე ბრძო­ლა იმის­თვის, რომ უკ­რა­ი­ნა დარ­ჩეს თა­ვი­სუ­ფა­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და სა­ქარ­თვე­ლო­მაც და­იბ­რუ­ნოს სრუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ორი­ვე ბრძო­ლა გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­დე­ბა.

ამა­ვე დროს, მე ვწუხ­ვარ, რომ დღეს აქ არ დგას ქარ­თვე­ლე­ბის დიდი ჯარი და ყვე­ლა ის, რომ­ლის მო­მავ­ლის­თვი­საც დღეს უკ­რა­ი­ნა იბ­რძვის, ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა, და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლო. დღეს ჩვე­ნი იმე­დი გა­დის უკ­რა­ი­ნის ბრძო­ლა­ზე.

ჩვენ არ ვი­ცით, რო­გო­რი იქ­ნე­ბა სამ­ხედ­რო შე­დე­გი, მაგ­რამ ვი­ცით, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვე­ბი არის უკვე უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბა და ჩვენ­თვის ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ის, რომ გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვე­ნი სო­ლი­და­რო­ბა უკ­რა­ი­ნის მი­მართ, რად­გან ჩვე­ნი და მათი სა­მო­მავ­ლო ბედი არის ერთი. ასე­ვე ევ­რო­პის ბე­დიც, ეს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს არ ეხე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×