რეზონანსი
23.08.2026

იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ტოკიოს რეგიონში, საშუალო სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.

ქვეყნის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი იბარაკის პრეფექტურის სამხრეთით, 70 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

პრეფექტურის ოფიციალური პირებისა და ხანძარსაწინააღმდეგო და კატასტროფების მართვის სააგენტოს მონაცემებით, რეგიონის ხუთ პრეფექტურაში სულ მცირე 37 ადამიანი დაშავდა - 15 ტოკიოში, 9 საიტამაში, 8 კანაგავაში, 4 ტიბაში და 1 იბარაკიში. ტრავმების უმეტესობა მსუბუქია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×