რეზონანსი
23.08.2026

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. გვამებს გახრწნის კვალის აღენიშნებოდა, რის გამოც დასაფლავების გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღეს. 

როგორც მეზობლები "ტვ. პირველს" უყვებიან, დების გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, კვებითი ინტოქსიკაცია გახდა. მათი თქმით, როგავები სოკოთი მოიწამლნენ. 

მეზობლების თქმით, დებტან კონტაქტი ბოლოს 14 აგვისტოს ჰქონდათ.

ისინი ალბათ მოიწამლნენ საკვებით. ხოდა, მერე ერთმანეთს, ახლა მოვრჩებით, უკეთესად ვიქნებითო და გაუძლიერდათ, მოხვდა ალბათ ორგანიზმში ინფექცია და მოხდა ასეთი ტრაგედია. წუხელის იპოვეს, 7 დღის არისო, ექსპერტმა ასე თქვა, - ამბობს ადგილობრივი. 

დავუშვათ, სოკომ მოწამლა. ისე, რომ ვერ დარეკეს, ყველას ერთად როგორ დაემართა ეს? იქ მოსახლეობაც არ არის მაინც და მაინც მჭიდრო და იმიტომ, არ შეაწუხა ალბათ ხალხი სუნმა, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.  

შეგახსენებთ, რომ სოფელ ყულიშკარში, საკუთარ სახლში სამი და გარდაცვლილი ნახეს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×