რეზონანსი
23.08.2026

“აბასთუმანში ბევრი ტურისტული ობიექტი შენდება. მივიღებთ ძალიან მაგარ დასასვენებელ ადგილს, ძალიან მაგარ ლოკაციას ჩვენი ქვეყნისთვის. არც თუ ისე ახალ, მაგრამ განახლებულ ტურისტულ ცენტრს. მინდა კიდევ ერთხელ შემთხვევით ვისარგებლო და ქართუ ფონდს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყველაფერ ამას მან ჩაუყარა საფუძველი. ძალიან დიდი ინვესტიცია განახორციელა აბასთუმანში იმისთვის, რომ ამ კურორტს დაებრუნებინა და ახალი სიცოცხლე შეეძინა ზოგადად ტურისტული თვალსაზრისით.“ - თქვა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.

აბასთუმნის შემოვლითი გზის დასრულება 2027 წლის შემოდგომამდე გადავადდა. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა. სამინისტროს ცნობით, სამუშაოები ახალმა კონტრაქტორმა უკვე დაიწყო და 2027 წლის შემოდგომაზე გზის მშენებლობა დასრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×