რეზონანსი
23.08.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, “ნაციონალური მოძრაობის” მაღალჩინოსნის, დავით საყვარელიძის მიერ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ანანიძის შეფასებით, საყვარელიძის მხრიდან აღიარებაა ის, რომ ომი “ნაცმოძრაობას” თამაში ეგონა და პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად, მათ ქვეყანაზე არ უფიქრიათ.

“რეალობას აცდენილები რომ იყვნენ, ერთგვარი აღიარებაა. ომობანას თამაში ეგონათ ისე, რომ ხალხზე, ჯარისკაცებზე და ქვეყანაზე, პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად, არ უფიქრიათ.” - წერს ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×