რეზონანსი
22.08.2026

გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ექსპრემიერის ადვოკატი, ლილი გელაშვილი ავრცელებს.

„გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ნათია თამაზაშვილის მეუღლე ლევან სანამაშვილი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან!!! მიზეზი - გასაგებია. ნათია თამაზაშვილი ასევე ადვოკატია და იცავს ირაკლი ღარიბაშვილის უფლებებს. ვინ იქნება შემდეგი?“, - წერს ლილიკო გელაშვილი.

ნათია თამაზაშვილი,ბოლო რამდენიმე დღეა, რუსთავის ციხეში ყოფილ პრემიერთან ადვოკატის სტატუსით შედის. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×