რეზონანსი
22.08.2026

შვედეთის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში ხმლით შეიარაღებული 18 წლის მამაკაცი მოსწავლეებს თავს დაესხა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. პოლიციამ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა და დააკავა. მედიის ცნობით, ის ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა.  ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

შემთხვევა პარასკევს ნაშუადღევს, ცენტრალური შვედეთის პატარა ქალაქ ფაგერშტაში მდებარე „ბრინელის“ საშუალო სკოლაში მოხდა. სკოლა საზაფხულო არდადეგების შემდეგ ახალი გახსნილი იყო და ზოგიერთი სტუდენტისთვის ეს პირველი სასწავლო დღე გახლდათ. პოლიციამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი 18 წლის მამაკაცია, რომელსაც სროლის შედეგად დაზიანება მიაყენეს და მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ორი დაშავებული ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. მესამე დაშავებული კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

აღნიშნულ სკოლაში, 16-დან 20 წლამდე ასაკის 450 სტუდენტი სწავლობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×