რეზონანსი
22.08.2026

თბილისში 4 წლის წინ დაკარგულ 29 წლის მათე ბოხუას ეძებენ. 2022 წლის 9 ივნისს, საღამოს საათებში გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. პოლიციის კამერებში მისი კვალი დიდუბეში, ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე იკარგება.

"მათე არის სრულიად ჯანმრთელი, არანაირი მავნე ჩვევა არ ჰქონია. მუშაობდა ფიზიკურად სხვადასხვა ობიექტებზე. 2023 წელს გვქონდა ინფორმაცია, რომ თითქოს ბათუმში, პორტის ტერიტორიაზე შენიშნეს, თუმცა ეს ცნობა ბოლომდე ვერ გადამოწმდა და დაუზუსტებელი დარჩა. პოლიციისგანაც ახალი არაფერი ვიცით. იქნებ ვინმეს ეცნოს, ან ვინმეს რამე ახსოვდეს. ოჯახი დღემდე უმძიმეს გაურკვევლობაში ვართ და თითოეულ მხარდაჭერას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს” - წერს დაკარგული მათე ბოხუას ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში. ნაკლების ჩვენება

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×