რეზონანსი
21.08.2026

ისრაელის მთავრობა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანტისემიტ დიქტატორს უწოდებს და აცხადებს, რომ ის ახლა ისრაელის წინააღმდეგ აგრესიის სირიაში გავრცელებას ცდილობს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადების თანახმად, ერდოღანი ანტისემიტი დიქტატორია, რომელმაც ქურთები გაანადგურა, „ჰამასის" ტერორისტებს თავშესაფარი მისცა, კვიპროსის ნახევარი ოკუპირებული აქვს და რეკორდული რაოდენობის ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს აპატიმრებს, რომლებიც მის წინააღმდეგ არიან განწყობილნი.

„ერდოღანის სავალალო მცდელობა, დააშინოს ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატია, უშედეგოდ დასრულდება. ისრაელი გააგრძელებს ძალისმიერ მოქმედებას თურქეთის მიერ რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობების და მისი უსაფრთხოებისთვის ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×