
საქართველოში მოძრავი ავტომობილების თითქმის ნახევარი თბილისზე მოდის - ამაზე მიუთითებს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული რიცხვები. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2026 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 1 975 829 ავტომობილი, აქედან დედაქალაქში - 948 108 ერთეული, ანუ მთლიანი ავტოპარკის 48%. მეორე ადგილზეა იმერეთი, სამეულს კი ხურავს ქვემო ქართლი.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, თუ რომელ რეგიონში რამდენი ავტომობილია რეგისტრირებული:
თბილისი - 948 108 ავტომობილი (47%)
იმერეთი - 212 352 ავტომობილი (10.7%)
ქვემო ქართლი - 164 160 ავტომობილი (8.3%)
კახეთი - 152 279 ავტომობილი (7.7%)
აჭარა - 129 642 ავტომობილი (6.5%)
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 108 312 ავტომობილი (5.4%)
შიდა ქართლი - 96 444 ავტომობილი (4.8%)
სამცხე-ჯავახეთი - 67 179 ავტომობილი (3.4%)
მცხეთა-მთიანეთი - 45 230 ავტომობილი (2.2%)
გურია - 40 763 ავტომობილი (2%)
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11 360 ავტომობილი (0.5%)