
ცოტა ხნის წინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ: "თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია... საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია".
თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა პროკურატურის დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:
"ცოცხალი თავით არ უნდათ, ეს საქმე გამოიძიონ. ვისზე გადის, ვინ დგას ამის უკან. ფაქტი ჩანს, როგორც ხელის გულზე, რომ მომიკლეს შვილი. არ იძიებენ ამ საქმეს. გამოვედით და საბოლოოდ შევატყვე, ცუდად გამიხდა გული. შევატყვე, არ უნდათ გამოძიება ამ საქმის. ბაჭულაშვილს ეგეთი რამე არ უთქვიაო, რა უფლება ჰქონდა ბაჭულაშვილს რომ გაეხსნა კომპიუტერი და ჩემს შვილს ეთქვა, რომ შენი გოგო დიდ შარშია გახვეული - არა ეგეთი რამე არ თქმულაო, ხელს აფარებენ ამას. ბაკურაძეს არ იცნობენ, აბა რა პროკურატურა ხარ, რატო ზიხარ აქ, რას მიკეთებ. მოწმედ სანამ წაიყვანენ, დედა უტირონ იმას. მე იმას ოჯახს ვერ დავუღუპავ მოწმეს. ადრეც ესე გააკეთეს, ვინც გაიგეს წავიდნენ, დაეცნენ და დააშინეს..." - თქვა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.