რეზონანსი
21.08.2026

ასე­თი მას­შტა­ბის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ისე, რომ ქა­ლაქ­მა სა­ერ­თოდ ვერ იგ­რძნოს დის­კომ­ფორ­ტი, შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტომ ჩვე­ნი თხოვ­ნაა - ორი თვე ყვე­ლამ ერ­თად მო­ვით­მი­ნოთ იმის­თვის, რომ მი­ვი­ღოთ შე­დე­გი, რი­თაც ბევ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ნი ვი­ა­მა­ყებთ, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მერ­მა თა­ვის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და, ვი­ნა­ი­დან სა­მუ­შა­ო­ე­ბი საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რია, სექ­ტემ­ბრი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით თბი­ლისს რთუ­ლი პე­რი­ო­დი ექ­ნე­ბა, თუმ­ცა ეს დრო­ე­ბი­თი დის­კომ­ფორ­ტია იმის­თვის, რომ მო­მა­ვალ­ში დე­და­ქა­ლაქს სრუ­ლად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი ჰქონ­დეს.

"სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­მელ­საც დღეს აქ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, არის მას­შტა­ბუ­რი და ფუნ­და­მენ­ტუ­რი. ჩვენ მხო­ლოდ ას­ფალ­ტის სა­ფარს ვცვლით, სრუ­ლად ვა­ახ­ლებთ ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე ხე­ლუხ­ლე­ბელ ამორ­ტი­ზე­ბულ მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ებს და ინფრას­ტრუქ­ტუ­რას. კარ­გად მეს­მის, რომ ამ ყვე­ლა­ფერს თან ახ­ლავს სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კომ­ფორ­ტი, პირ­ველ რიგ­ში, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის - გა­და­ად­გი­ლე­ბის პრობ­ლე­მა, ხმა­უ­რი, მტვე­რი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დრო­ე­ბი­თი შე­ზღუდ­ვა. ამის გამო, თი­თო­ე­ულ მათ­განს, მინ­და, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მოთ­მი­ნე­ბის­თვის.

ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი წინ გვაქვს. სექ­ტემ­ბრი­დან ქა­ლაქ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი დაბ­რუნ­დე­ბა, და­ი­წყე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა. პირ­და­პირ გე­ტყვით, და­ახ­ლო­ე­ბით, ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით თბი­ლისს რთუ­ლი პე­რი­ო­დი ექ­ნე­ბა. ამი­ტომ, მინ­და, თი­თო­ე­ულ თბი­ლი­სელს წი­ნას­წარ ვთხო­ვო მოთ­მი­ნე­ბა და მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სის სწო­რად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა. ეს არ არის დის­კომ­ფორ­ტი, რო­მე­ლიც იმი­ტომ იქ­მნე­ბა, რომ ქა­ლაქ­ში არა­ფე­რი კეთ­დე­ბა. პი­რი­ქით, ეს არის დრო­ე­ბი­თი დის­კომ­ფორ­ტი იმის­თვის, რომ შემ­დეგ ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვქონ­დეს სრუ­ლად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რა“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მე­რია მაქ­სი­მა­ლუ­რად მუ­შა­ობს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის სქე­მე­ბის დახ­ვე­წა­ზე, რათა დატ­ვირ­თვა შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად შე­ამ­ცი­როს. ამას­თან, რო­გორც მერ­მა აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა ცვლი­ლე­ბი­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი წი­ნას­წარ იქ­ნე­ბი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი.

"მინ­და, გულ­წრფე­ლად ვთქვა - ასე­თი მას­შტა­ბის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ისე, რომ ქა­ლაქ­მა სა­ერ­თოდ ვერ იგ­რძნოს დის­კომ­ფორ­ტი, შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტომ ჩვე­ნი თხოვ­ნაა - ორი თვე ყვე­ლამ ერ­თად მო­ვით­მი­ნოთ იმის­თვის, რომ მი­ვი­ღოთ შე­დე­გი, რი­თაც ბევ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ნი ვი­ა­მა­ყებთ“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა ყო­ველ­თვის მო­ი­თხოვს ხისტ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, შრო­მას და მოთ­მი­ნე­ბას.

"დღეს გვი­წევს დრო­ე­ბი­თი დის­კომ­ფორ­ტის ატა­ნა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვე­ში გვექ­ნე­ბა სრუ­ლად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი, რო­მე­ლიც თბი­ლისს და­ამ­შვე­ნებს. ამი­ტომ, კი­დევ ერთხელ გთხოვთ - გა­მო­ვი­ჩი­ნოთ მოთ­მი­ნე­ბა, ცოტა მეტი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მა. ეს ორი თვე გა­ივ­ლის, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რუს­თა­ვე­ლი კი თბი­ლისს დარ­ჩე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×