რეზონანსი
19.08.2026

ზაფხულის ცხელ დღეებში შავი ზღვის წყლის ხარისხი განსაკუთრებულად მოწმდება.

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად დასტურდება, რომ ზღვის წყლის ხარისხი სანაპირო ზოლის შერჩეულ შვიდივე წერტილში დასაშვები ნორმების ფარგლებშია.

„სეზონურად, ყოველთვიურად სულ მცირე, 3 კვლევა ტარდება. ახლა ვიყავით სამ სხვადასხვა ადგილას, სადაც 7 პარამეტრზე ჩატარდა როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ფიზიკურ-ქიმიური კვლევები. წყლის ხარისხის ყველა პარამეტრი ნორმას შეესაბამება", - აღნიშნა დენის სალუქვაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×