რეზონანსი
19.08.2026

12 წლის წინ, ლო­მი­სო­ბა­ზე გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რი­კა და­დი­ა­ნი­ძის დედა სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ მალე ყვე­ლა შე­კი­თხვას უპა­სუ­ხებს.

“მად­ლო­ბა ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბის­თვის, მხარ­და­ჭე­რის­თვის და გვერ­დით დგო­მის­თვის…

ის, რაც ახლა ხდე­ბა, ამას ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცდი­ლობ­დი, აღ­მოჩ­ნდა რომ ემო­ცი­უ­რად ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი.

ჟურ­ნა­ლის­ტებს კი მინ­და გთხო­ვოთ, ცოტა დრო მომ­ცეთ, რომ ფი­ზი­კუ­რად შევ­ძლო კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად მო­გაწ­ვდით ჩემს პო­ზი­ცი­ას და ყვე­ლა­ფერ­ზე ვი­სა­უბ­რებ, რო­გორც კი ამის ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მექ­ნე­ბა,“ - წერს სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, 17 წლის გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე 2014 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მლე­თა­ში, ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ექ­სკურ­სი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. საქ­მე დღემ­დე გა­უხ­სნე­ლია, ვი­ნა­ი­დან გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის კვალს ვერ მი­აგ­ნეს. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბი­ჭის დედა, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი შვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას დღემ­დე ითხოვს.

გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე­ში ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე ჩა­ერ­თო. იმ ად­გი­ლას და მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი თა­ვი­დან ჩა­ტარ­და, გა­მო­ი­ყე­ნეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა, სკა­ნე­რი, თუმ­ცა და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის კვალს ვერ მი­აგ­ნეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×