
ყოფილი პრემიერის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა რუსთავისპენიტენციურ დაწესებულებაში ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა. იგი ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი მაღალჩინოსანი ციხიდან წერილების სერიის გაგრძელებას გეგმავს.
"მან მითხრა, რომ ის მალე გააკეთებს განცხადებას კიდევ. რა იგულისხმა „მალეში“, ეს არ ვიცი.
არანაირი ზეწოლის ფაქტები არ ყოფილა. განადგურება არის როგორც ფიზიკური, ასევე მორალური. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით ამ ეტაპზე მორალურს გაუსვა ხაზი. რაც შეეხება წერილებს, ეს ალბათ ეტაპობრივად მოხდება, გაგრძელდება. როდის იქნება ეს თქვენთვის გახდება ცნობილი. დაველოდოთ, ეს გაცხადდება.
მეორე წერილში მან ისაუბრა ამ წერილის ფაქტზე, საიდან და როგორ იყო. დაასახელა, რომ ეს წერილი მოდიოდა მამუკა მდინარაძისგან. ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს წერილი რეალურად მიიღო და გამოუგზავნა მამუკა მდინარაძემ. როგორც წერია, მამუკა მდინარაძე იყო შემსრულებელი. მე არ ვიცი ვინმ ვის რა შეუტანა, მაგრამ მან ეს წერილი მიიღო. მან მითხრა, რომ ის მალე გააკეთებს განცხადებას კიდევ", - განაცხადა ლილი გელაშვილმა.