რეზონანსი
19.08.2026

ოცნებობენ ბომბების წვიმაზე, წლების განმავლობაში ვხედავთ ამ წამოცდენებს, ეს უბრალოდ ახლა გახმოვანდა ამ ადამიანის მხრიდან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს კითხვა დაუსვეს გიორგი ახობაძის ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით, სადაც ახობაძე წერს: „მე მგონი უბრალოდ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ საწვავი ათრიონ აფხაზეთისკენ. ასე ჯობია. მერე უბრალოდ დავჯდეთ და ჩვენს ნავთობტერმინალებზე რომ უკრაინული ჩიტები მოფრინდებიან, იმათ შევძახოთ ღიმილით და ჩქარი ტაშით“.

კითხვის საპასუხოდ მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს ადამიანები ბომბების წვიმაზე ოცნებობენ.

„ერთადერთის თქმა შეიძლება, ოცნებობენ ბომბების წვიმაზე, წამოცდებოდათ ხოლმე, იმავეს ახლა ალაპარაკებენ ყველაზე „გამბედავს“. მათ ენაზე რომ ვთქვათ, ვის ინტერესებსაც საბოლოო ჯამში შედეგობრივად ატარებენ. „ნავოდკის“ მიცემას ეძახიან ამას სამხედროები, სამიზნეებს ურჩევენ და ეს სამიზნეები არის ქართული და ამაზე ოცნებობენ. ჩვენ წლების განმავლობაში ამ ოცნების წამოცდენებს ვხედავთ ხოლმე, ბომბების წვიმა, ომის დაწყება და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ გახმოვანდა ახლა ამ ადამიანის მხრიდან“, - განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×