რეზონანსი
19.08.2026

მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა, ეკა კუ­პა­ტა­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის შეკ­რე­ბას შე­უ­ერ­თდა და გარ­დაც­ვლი­ლი ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მშობ­ლებს სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­და.

"რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­ვი­გე, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მშობ­ლებს ჩემ­გან მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბო­დათ და რა თქმა უნდა, უყოყ­მა­ნოდ მო­ვა­შუ­რე მათ. მე მინ­და იცოდ­ნენ, რომ გიგა ავა­ლი­ა­ნის და­ო­სე­ბუ­ლი დედა იქ­ნე­ბა მათ გვერ­დით, ერთი ადა­მი­ა­ნი რომ სჭირ­დე­ბო­დეთ, ის ერთი ადა­მი­ა­ნი, მე - მუ­დამ ვიქ­ნე­ბი მათ გვერ­დით.

ჩვენ არ დაგ­ვიზ­რდია კარ­გი გიგა, თა­მა­რი, ნიკო და ა.შ. იმის­თვის რომ მერე სა­დის­ტებ­მა მი­წის ქვეშ ამოგ­ვი­ფი­ნოს. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე და ყვე­ლა უნდა დაჯ­დეს საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე", - აღ­ნიშ­ნა ეკა კუ­პა­ტა­ძემ.

23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 2020 წლის 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, თეთ­რი­წყა­როს ტყე­ში, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა და საქ­მე და­ი­ხუ­რა. ახლა ოჯა­ხი საქ­მის თა­ვი­დან გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×