რეზონანსი
19.08.2026

12 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს, ბე­ლა­რუ­სი ტუ­რის­ტე­ბით სავ­სე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში მდე­ბა­რე მა­ღალმთი­ა­ნი კუ­რორ­ტი­დან - გო­მის მთი­დან ბრუნ­დე­ბო­და. ოზურ­გე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გზის მე-16 კი­ლო­მეტრზე, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და, ხევ­ში გა­და­ვარ­და და ხეს შე­ე­ჯა­ხა. ტრა­გე­დი­ას ბე­ლა­რუ­სის ოთხი მო­ქა­ლა­ქე ემსხვერ­პლა. მათ შო­რის იყ­ვნენ ბრეს­ტე­ლი, 21 წლის გლებ მელ­ნი­კი და მისი 20 წლის სა­ცო­ლე, ნას­ტა­სია ფი­ლი­უ­კი.

ორი­ვე მათ­გა­ნი ბრეს­ტი­დან იყო და 28-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. გლე­ბი ნას­ტა­სი­ა­ზე ერთი წლით უფ­რო­სი გახ­ლდათ. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა, 2023 წლის ზა­ფხუ­ლი­დან და­ი­წყო. წყვი­ლი სულ ცოტა ხნის წინ და­ი­ნიშ­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სას­ვე­ნებ­ლად სწო­რედ ამ სტა­ტუ­სით გა­ემ­გზავრნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი გზი­დან გა­და­ვი­და, ხევ­ში გა­და­ვარ­და და ხეს შე­ე­ჯა­ხა. სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ში მყო­ფი ოთხი მგზავ­რი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ბე­ლა­რუ­სის 15 მო­ქა­ლა­ქე კი და­შავ­და. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო თა­ვად მძღოლ­მაც. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ამ დაღ­მარ­თზე ხში­რად დგე­ბა გა­და­ხუ­რე­ბუ­ლი მუხ­რუ­ჭე­ბის სუნი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ შემ­თხვე­ვა­ში მუხ­რუ­ჭე­ბი გა­და­ხურ­და, რის გა­მოც, მძღოლ­მა ავ­ტო­მო­ბილ­ზე კონ­ტრო­ლი და­კარ­გა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მძღოლს არ გა­აჩ­ნდა შე­სა­ბა­მი­სი კა­ტე­გო­რი­ის მარ­თვის მოწ­მო­ბა, რაც მგზავ­რთა აღ­ნიშ­ნუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის გა­დაყ­ვა­ნას სჭირ­დე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი გა­დაჰ­ყავ­და.

მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს და ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით წა­უ­ყე­ნეს, რაც საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი პი­რის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. მას 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. 

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი­დან უკვე გა­წე­რეს 12 და­შა­ვე­ბუ­ლი ბე­ლა­რუ­სი, მათ შო­რის ხუთი ბავ­შვი. სამი პირი კვლავ ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ რჩე­ბა.

გლე­ბი­სა და ნას­ტა­სი­ას გარ­და, ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას 38 წლის სერ­გე­ი­სა და 55 წლის ჟა­ნას სი­ცო­ცხლეც ემსხვერ­პლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×