რეზონანსი
18.08.2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედა გადაცემაში „შენი ამბავი თაისთან“ ჰყვება რა მოხდა თურქეთში და სად არის გურამ დადიანიძის მამა.

„14 წლის იყო გურიკა პირველად, რომ გადავიყვანე თურქეთში, ჩემთან. სამი თვე აქეთ იყო სამი თვე იქით. ხუთი გადმოსვლა აქვს, მეხუთე ვიზის შემდეგ ბავშვმა გააფუჭა ვიზა, აღარ მინდა საქართველოშიო...

ერთი დღე იყო, როცა ბინის მეპატრონემ დამირეკა, მთელი კორპუსი და ქუჩა იჩხრიკებაო. იმ წუთას ის გავიფიქრე, რომ ვიზა არ მქონდა. გაჩხრიკეს და პასპორტით ნახეს, რომ მე 9 წელი საბუთები მქონდა გაფუჭებული. გაკვირვებული მიყურებდა, ნუთუ როგორ დადიოდი აქ, რომ საერთოდ არსად არ ხარ დაფიქსირებულიო. წავედით პოლიციაში, იქ გავიგე, რომ ჩვენი ბინის წინ ბავშვი დაღუპულა. 

პოლიციამ მაჩვენა იმ ბავშვის ფოტო, რომელიც ჩემი მულის კლასელი იყო. ამის საფუძველზე იყო ჩემს ბინაში ჩხრეკა...

ჩემი წარსული ან მამასთან გაშორება არანაირი კავშირში არ არის გურიკას გაქრობასთან. (გურიკას) მამა რატომ არ გამოდის კონტაქტზე არ ვიცი. გული, რომ აწუხებს ვიცი. მე თუ რამეზე დამირეკავს მასთან, ყოველთვის ნორმალურად გაუცია პასუხი“, - განაცხადა სოფო ბიბილაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×