
წლების წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით აკეთებს განცხადებას.
„დამიწერეს, ის რა დედაა, საკუთარი შვილის ხმა ვერ ამოიცნოო. ეს კომენტარი გააკეთა ადამიანმა, რომელმაც ჩემი შვილი გვერდიდან დაკარგა და დღეს დამცინის“.
წამყვანის, თაია გამთენაძის კითხვას, „მამიდამ განაცხადა თუ არა, უარი თქვენთან შეხვედრაზე“, სოფო ბიბილაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ უპასუხა.
„ერთხელაც არ ჰქონია მცდელობა, რომ დაერეკა და მესიჯი გამოეგზავნა, მე თავად მქონდა მცდელობა, მამიდას შევხვედროდი, მან არ ისურვა, არც გურამის მამას მოუწერია და არ დაურეკავს. მათ არ გამოუთქვამთ სურვილი, საქმის ახალი დეტალების შესახებ რაიმე გაეგოთ. შესაბამისად, ეს ვითარება მე გარკვეულ კითხვებს მიჩენს. მე არავის არაფერს ვაბრალებ, მაგრამ კითხვები ჩნდება. ასევე ვხედავ, რომ ყალბი ექაუნთიდან ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს. ყველანი კარგად ვხვდებით, რომ ამ კომენტარების გავრცელების მიზანია, რომ შეცდომაში შეგვიყვანონ. წერენ, „დედა, ცოცხალი ვარ“ - რა თქმა უნდა, მათი მიზანია, ჩვენ გადავერთოთ სხვა საკითხებზე.
ისმის კითხვა, რა ინტერესი აქვთ და თუ ინტერესი არ აქვთ, ამას რატომ აკეთებენ? აქ კიდევ ერთხელ ღვივდება ეჭვი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ბოლო დღეების განმავლობაში. სავარაუდო დანაშაულს აქვს ადგილი და ვიღაცას ძალიან არ უნდა, რომ ეს კონკრეტული საქმე გამოიძიონ, ვიღაცას ძალიან არ უნდა, რომ პასუხი აგოს იმ დანაშაულისთვის, რომელიც აშკარად ჩადენილია, სხვანაირად ეს წინააღმდეგობები არ გაჩნდებოდა", - ამბობს ტარიელ კაკაბაძე.
ფორტუნა