რეზონანსი
17.08.2026

 ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ჰამასის სრულ განიარაღებამდე ისრაელის ჯარები ღაზის სექტორს არ დატოვებენ.

ამის შესახებ ისრაელის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

ოფიციალური პირის თქმით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ამერიკელი გენერალი ზედამხედველობას გაუწევს ჰამასის შეიარაღების ჩამორთმევა-ლიკვიდაციის პროცესს, რაც დანგრეული ანკლავის დემილიტარიზაციის პირველი ნაბიჯი იქნება.

ჰამასი კი უარს ამბობს განიარაღებაზე, თუ ეს პროცესი არ განხორციელდება ისრაელის მხრიდან ღაზაზე თითქმის ყოველდღიური თავდასხმების შეწყვეტასთან და ისრაელის იმ ძალების გაყვანასთან თანმიმდევრულად, რომელთაც ამჟამად ტერიტორიის ნახევარზე მეტი აქვთ ოკუპირებული.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი არ შეცვლის თავის პოლიტიკას ჰამასის მეთაურების მიზანმიმართულ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

ნეთანიაჰუს ოფისის ოფიციალური პირის ცნობით, მომლაპარაკებლები, რომელთა შორის ასევე იყვნენ "მშვიდობის საბჭოს" დირექტორი ნიკოლაი მლადენოვი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფები შეიქმნება განიარაღების, სანიტარიის, სუფთა წყლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×