რეზონანსი
17.08.2026

 ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი, მი­ხე­ილ შა­ყუ­ლაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის "ფე­ის­ბუქ" გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი წე­რი­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბას ადას­ტუ­რებს.

თუმ­ცა ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ გან­ცხა­დე­ბას და­ურ­თო ექ­სპრე­მი­ერ­მა, მას არ მი­უ­ტა­ნია.

"მე არ მი­მი­ტა­ნია, მაგ­რამ ორ ინ­ფორ­მა­ცი­ას მოგ­ცემთ სულ: ერთი ის, რომ ვა­დას­ტუ­რებ, რომ ბა­ტო­ნი ირაკ­ლის წე­რი­ლია, რაც "ფე­ის­ბუქ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა, მე­ო­რე ის, რომ უფრო დე­ტა­ლუ­რად ხვალ გა­ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას", - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი "ტვ პირ­ველ­თან".

ცნო­ბის­თვის, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და წერს, რომ "დღე­ი­დან მისი და მისი ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მთელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას". რო­გორც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ხვალ, 18 აგ­ვის­ტოს ვრცელ წე­რილს გა­ავ­რცე­ლებს.

"ეს წე­რი­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით. მე ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დე და გა­ვა­კე­თე, რომ ეს ნა­ბი­ჯი არ გა­და­მედ­გა, სამ­წუ­ხა­როდ, სხვა გზა არ და­მი­ტო­ვეს, რომ წინ არ აღ­ვუდ­გე ამ ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ ბო­რო­ტე­ბას! ამ და­უნ­დო­ბელ სი­სას­ტი­კეს, ჩაგ­ვრას/უსა­მარ­თლო­ბას, ჩემი და ჩემი ოჯა­ხის გა­ნად­გუ­რე­ბის ბინ­ძურ გეგ­მას! ხვალ გა­ვავ­რცე­ლებ ვრცელ წე­რილს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვე­ტყვი ჩემს სი­მარ­თლეს! დღე­ი­დან, ჩემი და ჩემი ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მთელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას!" - აღ­ნიშ­ნუ­ლია ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წე­რილ­ში.

ამას­თან, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იმ წე­რილ­საც ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც ეხ­მა­უ­რე­ბა.

"დიტო ჩუ­ბი­ნი­ძის­ნა­ირ­მა, ირმა ინაშ­ვი­ლის­ნა­ირ­მა "მხარ­დამ­ჭე­რებ­მა" და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და­ორ­გა­ნი­ზე­ბულ­მა კამ­პა­ნი­ებ­მა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭ­ვე­ბი გა­ა­ჩი­ნეს და მაგ­რად დაგ­ვა­ზი­ა­ნეს. ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მი­დის რამ­დე­ნი­მე საქ­მე­ზე, რომ­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო შე­დე­გე­ბი იქ­ნე­ბა კო­რუფ­ცი­ის ბრალ­დე­ბე­ბი. ამი­ტომ არ­სე­ბობს ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბის ორი ვა­რი­ან­ტი: 1. ვი­და­ვოთ სე­რი­ო­ზუ­ლად და ბო­ლომ­დე მი­ვაწ­ვეთ. 2. (მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი თვი­თონ შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, რო­გორც კომ­პრო­მი­სუ­ლი გა­მო­სა­ვა­ლი) - ვა­ღი­ა­როთ (ჩვენ თავ­ზე ავი­ღოთ) ერთი რო­მე­ლი­მე საქ­მე, სა­დაც შე­თან­ხმე­ბით მოხ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, აღი­ა­რე­ბაც, მოწ­მე­ე­ბის მხრი­დან ხე­ლის და­დე­ბაც და ა.შ. ამ შემ­თხვე­ვა­ში გვთა­ვა­ზო­ბენ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას იგი­ვე 5 წლი­ა­ნი ვა­დით, ანუ რო­გორც მიხ­სნი­ან, სას­ჯე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს შთან­თქა­ვენ და ისევ 5 წელი დარ­ჩე­ბა. გა­მოს­ვლის შემ­დეგ არ უნდა გა­ვე­კა­რო პო­ლი­ტი­კას და თუ "გა­დაგ­დე­ბას გა­და­წყვეტ", კო­რუფ­ცი­უ­ლი ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც ნა­ღი­ა­რე­ბი გექ­ნე­ბა, იქ­ნე­ბა და­ზღვე­ვის მე­ქა­ნიზ­მი, რომ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ იფიქ­რო", - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×