
"საქართველოში ხშირია ახალგაზრდების უკვალოდ გაქრობა. სახელმწიფო კონკრეტული დროის განმავლობაში ატარებს სამძებრო სამუშაოებს, თუ მიაკვლიეს რამეს ხო, თუ არა და მორჩა," - ამის შესახებ მამა ლევანი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება გავრცელებულ ვერსიებს იმის შესახებ, რომ შესაძლოა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პიროვნება მონასტერში იმყოფებოდეს.
მამა ლევანის თქმით, მონასტერში ძალით ვერავის გააჩერებენ და ეკლესიაში არავინ შეეგუება იმ ფაქტს, რომ დაკარგული პირის მშობები წლები გლოვობდნენ და სასულიერო პირებმა რაიმე სახის ინფორმაცია დამალონ.
"და მერე ზოგს ისრები მონასტერზე გადააქვს, შეიძლება იქ იყვეს. ზოგი ახალგაზრდა სამეძავო სახლში მუშაობს და მშობლები ვერაფერს ხდებიან. თუ ადამიანს მონასტერში ყოფნა უნდა ვინ წამოიყვანს თოკით. მითუმეტეს რჯულით ნებისმიერს შეუძლია არ დაემორჩილოს არავის და წავიდეს ეკლესიურ გზაზე. და რომც მივიდეს კიდეც ვინმე ესე მონასტერში, იქ უგულო და ჯალათები კი არ არიან წინამძღვრებად, როგორ შეიძლება დედა, მამა, ახლობლები წლები გლოვობდნენ, არ იცოდნენ ცოცხალია თუ არა მათი შვილი და ის მონასტერში ჰყავდეთ. ან თვითონ რა გულით იქნება და ილოცებს. იტყვის აქ ვარ და მორჩა, რა სამარცხვინო რამეს აკეთებს?
ჩემი აზრით ამ ყველაფრის უკან დანაშაულია, რომელი არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი აუცილებლად იქნება და მოვა დრო გამართლდება ჩემი ეს სიტყვა. ან რაღაც გზებია და ადამიანები საზღვრებს გარეთ გაჰყავთ. ან რაღაც სექტები არსებობს და სადღაც ჰყავთ ეს ხალხი დამწყვდეული, ან ანადგურებენ. ან ორგანოებს ყიდიან.
ისე როგორ შეიძლება ადამიანი ასე უკვალოდ ქრებოდნენ, აფრიკაში ლომებია, ვეფხვები და ისინი თუ შეჭამენ მაინც პოულობენ რაღაც ნაწილებს, ჩვენთან რა აქრობს ამ ხალხს? და მერე, აი შეიძლება მონასტერშია, რომ გადაატანინონ ხალხს ყურადღება. 21 საუკუნეა, რომ თევზაობ ფოტოებს და ვიდეოს გიღებენ აბა ორი ნემსკავი ხომ არ გიყენია და როგორ შეიძლება ადამიანი გაქრეს? ამას ჭირდება სერიოზული გამოძიება," - წერს სასულიერო პირი.
სავარაუდოდ მამა ლევანი ეხმაურება 12 წლის წინ გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის ფაქტს, რომლის სამძებრო სამუშაოები ამდენი წლის შემდეგ განახლდა და გამოძიება თავიდან დაიწყო.